ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 46 names in this directory beginning with the letter დ.

დ’
შეკვეცილი კავშირი და: ეესი-დ’ ეეს წავლენა-დ’ ჴარებით მაიღებენ... ზოგჯერ იგი სულ იკარგება და ტექსტში (აპოსტროფით) არის აღნიშნული: გაიმართების... თამაშობაი, მღერაი’ სხვაი; შასმენა’ სოფელჩი შამავლენ (იხ. -ა3).

დაბარება
დაძახება, მოწვევა, დაპატიჟება.

დაბარებული
დაძახებული, მოწვეული.

დაბღლეძა
(ტყავისა) − დახევა, დაფლეთა.

დაგზება
დანთება (ცეცხლისა).

დავიბრუნ-მავიბრუნე
დავიბრუნ-მავიბრუნევ თავიო − მივიხედ-მოვიხედეო.

დაზუბუქება
დამსუბუქება.

დათქმა
დანთქმა, ჩანთქმა (ბევრისა).

დაკეფა
დაკეპა, დაჭრა.

დაკვრა
თოფის დაკვრა − ტყვიის მორტყმა; ხანჯრის დაკვრა − ხანჯლის დარტყმა.

დალაჴვა
ფეხის დადგმა, ფეხით გადავლა.

დალევა
გაფუჭება: თუ არა დაულივ − თუ არაფერი გაუფუჭა, თუ არაფერი აწყენინა.

დალიშნული
დანიშნული (საცოლე, საქმრო).

დამრჩალი
დარჩენილი.

დამწყალობნება
დალოცვა ხატის სახელით, შეხვეწება ხატისათვის.

დანათვლა
საკლავის დაკვლა დანაშაულის პატიების გამოსათხოვრად ხატისაგან. ეს ხდებოდა მაშინ, როცა უქმეს, აკრძალულ დღეს იმუშავებდნენ: უნდა დანათლანა კი.

დარბაზი
ჯვარის ნაგებობათა შორის მთავარი სადგომი, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ დასტურ-ხელოსნებს ჰქონდათ.

დარისხება
დაწყევლა ხატის სახელით.

დასთული
ნართი, დართული (მატყლი).

დასრევიება
დაყრევინება, გაგდებინება.

დასტური
ხატის (ჯვარის) მსახური, რომელსაც ერთი (ორი) წლით მორიგეობით ირჩევდნენ სოფლები. იგი გარკვეულ მოვალეობას ასრულებდა: ლუდს ადუღებდა სოფლისათვის, პურს აცხობინებდა, ეხმარებოდა საკლავის დაკვლასა და ხორცის განაწილებაში.

დასხმა
დასმა (ბევრისა); დადება (ბევრისა): დაუსხმავ ჯარი − დაუსხამს (დაუსვამს) ხალხი; ზე ხორცის წილობებს დასხმენ.

დატანება
ა) მიშველება. დახმარება: დაიტანებენ − დაიხმარენ; დაგვეტანებითავ − დაგვეხმარეთო, მოგვეშველეთო; ბ) წატანება, გამოკიდება: დავეტანე მგლებსა − მგლებს გამოვეკიდე.

დაუმძრახება
უმძრახად ყოფნა, ხმის გაუცემლობა, ხმის ამოუღებლობა: დაუძრახდების − ხმას არ ამოიღებს. არ დაილაპარაკებს.

დაქნევა
ზედიზედ მოქნევა, დატრიალება (ხმლისა).

დაყინული
(ჩახმახი) ზედ გაყინული. ჩახმახს დუმით (ქონით) პოხავდნენ და ძლიერ სიცივეში შეიძლებოდა დუმა გაყინულიყო და ჩახმახი არ დასხლეტილიყო.

დაშლა
დანგრევა, დარღვევა: სახლ დაიშალ.

დაცემა
დასც ჴელი ხელი სტაცა ხელი დაავლო.

დაწურვა
(საარაყეებისა) (რამდენიმე ქვაბი) არაყის გამოხდა.

დაწურვილები
(საარაყეები) (რამდენიმე ქვაბი) გამოხდილი არაყი.

დაწყეული
დაწყევლილი.

დაჭრელებული
დახვრეტილი, დაჩხვლეტილი (პური).

დაჭრეხილი
პური, რომლის ნაპირები ამოწეულია და ხელით აზნექილ-ჩაზნექილი.

დახიზული
(ძვლები) დახრული, გამოხრული.

დახტა კვეთასა
მიტყუპებული ფეხებით ხტომა დაიწყო.

დაჴელნაცვლება
ნადობა, მუშაობაში ერთმანეთის მიშველება: დღეს ერთი დაეხმარება მეორეს, შემდეგ კი მეორე პირველს.

დაჴოციდგეს
დახოცვიდან, დახოცვის შემდეგ (იხ. -იდგეს).

დედანი
მრ. ქალები: დედათა სქესისანი.

დედროვანი
ქალთა ჯგუფი, ქალები, დედათა სქესისანი.

დევკერპნი
მრ. დევები, დიდტანიანი ავი სულები.

დი-დიდი
დიდ-დიდი, მოდიდო.

დიასახლისი
მოხუცი ქალი, რომელიც სარიტუალო ნამცხვრებს აცხობდა ხატში (ჯვარში)

დიაცი
ა) დედაკაცი, ქალი; ბ) ცოლი.

დილათენება
გათენების დრო, ადრიანი დილა: დილათენების ხანი − განთიადი.

დიშვილებიცეევ
(< დიშვილები-ცა-ე-ვ) დისშვილებიცო.

დუღება
ხარშვა: ლუდს ადუღებენ.
Don`t copy text!