ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 21 names in this directory beginning with the letter ე.


შეკვეცილი ნაცვალსახ. ეს, ეგ; ემ, ამ: ე სოფელჩი − ემ (ამ) სოფელში.

ე-
იგივეა, რაც ა1 (აი) ნაწილაკი, დამსგავსებული მომდევნო ნაცვალსახელის ან ზმნისართის თავკიდურ ე-სთან: ეეგ, ეეგი − აი ეგ; ეეს, ეესი − აი ეს: ეესი-დ’ეეს − აი ესა და ეს; ეემ, ეემა − აი ემ (ამ): ეემა-დ’ ეემ − აი ამა და ამ; ემმას − აი ამას; ეემის − აი ამის.

ეგი
ეგ (ეგე).

ეეგ
იხ. ე-.

ეეგრ
(< აი ეგრ) აი ეგრე; ეეგრავ − აი ეგრეო (იხ. ე-).

ეემ
აი ამ (იხ. ე-).

ეეს
აი ეს (იხ. ე-).

ეესრ
(< აი ესრე) აი ასე (იხ. ე-)

ეეხლა, ეეხლად
აი ეხლა, აი ახლა; ეეხლადა − აი ახლადაც (იხ. ე-).

ეკვლევა
ეკვლევინება.

ერაწი
რკინის პატარა ქვაბი.

ერთირაოდ
ერთბაშად.

ერთუცი
(< ერთურთს-ი) ერთმანეთი: ერთუცს − ერთმანეთს; ერთუცისად − ერთმანეთისთვის.

ერთხან
ერთხელ.

ერცხვა
(< ერთსხვა) ერთმანეთი.

ესი
ნაცვალსახ. ეს.

ესრ
ზმნს. ასე.

ესრიე
ესროლე (იხ. სრევა).

ესწების
ირწევა, ქანაობს.

ექნებო
ექნებოდა, ეყოლებოდა.

ეშურების
სურს, ძალიან უნდა: ვეშურებითავ.
Don`t copy text!