ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 3 names in this directory beginning with the letter ფ.

ფაფანაგი
ქალის გარეთა მოკლე ჩასაცმელი კაცის ჩოხის მსგავსი, შავი ან ლურჯი შალისა, მოქარგული: საფაფანაგე − ფაფანაგისთვის დანიშნული (ქსოვილი...).

ფირჩხილი
ფრჩხილი.

ფორი
ალაო, დამტკბარი ფქვილი ლუდის ან არაყის გამოსახდელად (ხორბალს წყალში ჩადებენ ტომრებით და დაალბობენ, შემდეგ თბილ ადგილას დააწყობენ ტომრებს და ზედ დააფარებენ; თუ ზამთარია, თბილ წყალს დაასხამენ. ასე ინახავენ მარცვალს გაღივებამდე, შემდეგ გაახმობენ და დაფქვავენ. ფქვილი ტკბილია).
Don`t copy text!