ხევსურული დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი.

There are currently 8 names in this directory beginning with the letter ჴ.

ჴარჩამავალი
სპილენძის დიდი ქვაბი, ხარი ეტევა, ჯვარში ინახებოდა და დღეობებზე იყენებდნენ.

ჴელად ჩაყრა
ხელში მოგდება, ხელში ჩაგდება: ჴელად ჩაიყარ − ხელში ჩაიგდო.

ჴელის ოდ-ოდენეები
ხელისოდენები, ხელის ზომისა.

ჴელის ყრა
ჴელ ეყარ − სარგებლობა ენახა, გამორჩენოდა.

ჴელოსანი
ხატის (ჯვარის) მსახური, რომლის მოვალეობა იყო: სანთლის დაკვრა, შეწირული საკლავის დაკვლაში ხევისბერისთვის მოხმარება, დროშის ტარება და სხვ.

ჴიმური
ტყავის საზელი (მოსაქნელი) ხელსაწყო ქვისა ან ხისა. ზედაპირის წინა მხარე ამოღრმავებული აქვს და მასში კეტია ჩადებული. კეტის აწევ-დაწევით ზელდნენ მის ქვეშ მოქცეულ ტყავს.

ჴმის გატეხა
საგანგაშო ამბის შეტყობინება სოფლისათვის.

ჴორწილი
ქორწილი.
Don`t copy text!