ააბაკუნებსბაკუნს დააწყებინებს (ფეხებს)
ააბუყბუყებსბუყბუყის ხმას გამოაცემინებს
ააბღავლებსბღავილს დააწყებინებს
ააზუზუნებს ზუზუნის ხმას გამოაცემინებს
ააკაკუნებს კაკუნის ხმას გამოაცემინებს
აალაპარაკებს ლაპარაკს დააწყებინებს, − აამეტყველებს
აამქუხარებს ქუხილს დააწყებინებს, − ააგრიალებს
ააჟრიალებსჟრიალს დააწყებინებს
ააჟღრიალებს ჟღრიალს დააწყებინებს
აარიკრიკებს რიკრიკს დააწყებინებს
აატკაცუნებსტკაცუნს დააწყებინებს, ტკაცუხმას გამოაღებინებს
ააქუხებს ქუხილს დააწყებინებს, ქუხილისებურ ხმას გამოაცემინებს
ააღავღავებს ღავღავს დააწყებინებს, ღავღავით ააყეფებს
ააღრიალებს ღრიალს დააწყებინებს, − ააყვირებს
ააყაყანებინებს აიძულებს ააყაყანოს, ყაყანს აატეხინებს
ააყაყანებს ყაყანს დააწყებინებს, − ხმამაღლა აალაპარაკებს, აახმაურებს
ააწრიპინებს წრიპინს დააწყებინებს
ააჭიჭყინებს ჭიჭყინს დააწყებინებს, − უხეიროდ დაუკრავს
ააჭრიალებსჭრიალს დააწყებინებს, ჭრიალით აახმაურებს
ააჭყიპინებს ჭყიპინს დააწყებინებს
აახმატკბილებს ტკბილი ხმით აამღერებს, აამეტყველებს
აახმაურებს ხმაურს დააწყებინებს, ხმას გამოაცემინებს
აბაკუნდება ფეხების ბაკუნს დაიწყებს
აბაკუნება ბაკუნის დაწყება
აბაკუნებსფეხის ცემით მკვეთრ ხმა გამოსცემს
აბზუილდებაბზუილს დაიწყებს
აბზუილებსბზუილის ხმას გამოაცემინებს
აბრაგუნებსბრაგუნს გამოსცემს ან გამოაცემინებს
აბრახუნდება ბრახუნის ხმას გამოსცემს, ბრახუნს დაიწყებს
აბრახუნებაბრახუნის დაწყება
აბრახუნებინებს აიძულებს ან შეაძლებინებს აბრახუნოს
აბრახუნებს ბრახუნს გამოსცემს ან გამოაცემინებს
აბუყბუყდებაბუყბუყს დაიწყებს
აბღავლებაბღავილის დაწყება
აბღავლებსაიძულებს იბღავლოს; ბღავილის ხმას გამოაცემინებს
აგრიალდებაგრიალს დაიწყებს
აგრიალებსგრიალის ხმას გამოაღებინებს, − ძლიერ ახმაურებს
აგუგუნდებაგუგუნს დაიწყებს, ძლიერ ხმას გამოსცემს
აგუგუნებსგუგუნის ხმას გამოაცემინებს
აზავთებულიაზვირთებული, ახმაურებული, მქუხარე
აზრახდება ხმას ამოიღებს, ალაპარაკდება
აზრიალდებაზრიალს დაიწყებს, ზრიალით ახმაურდება
აზუზუნ-ასისინებსაზუზუნებს და ასისინებს
აზუზუნდება ზუზუნით ახმიანდება − ზუზუნის ხმას გამოსცემს
აზუზუნებაზუზუნის დაწყება, − აზმუილება
აზუზუნებსზუზუნის ხმას გამოაცემინებს
აზუზუნებულირაც აზუზუნდა ან ააზუზუნეს
ათასხმიანიმრავალხმიანი, მრავალი ხმის შემცველი
აიტკაცუნებსტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას
აკაკუნდება კაკუნს დაიწყებს, − არაკუნდება
აკაკუნებსკაკუნის ხმას გამოაღებინებს
ალაპარაკდებალაპარაკს დაიწყებს‚ ლაპარაკს მოჰყვება − ამეტყველდება
ალაპარაკებს ლაპარაკს აწყებინებს, − აიძულებს ილაპარაკოს
ალიკლიკებსლიკლიკის ხმას გამოაცემინებს
ამობაკუნდება ფეხების (ფეხსაცმელების, ჩლიქების) ბაკუნით ამოვა
ამოგმინვა გმინვის აღმოხდომა, ამოკვნესა
ამოზუზუნდება ზუზუნით ამოვა
ამოთქვამს იტყვის, წარმოთქვამს
ამოიბღავლებსბღავილი აღმოხდება, ბღავილით ამოიძახებს
ამოიგმინებსგმინვით ამოიოხრებს, გმინვა აღმოხდება, − ყრუდ ამოიკვნესებს
ამოიგრგვინებსგრგვინვისებურ ხმას გამოსცემს, − ამოიქუხებს
ამოიკნავლებსკნავილის ხმას გამოსცემს
ამოიკრინებსკრინით, წვრილი ხმით იტყვის, − ამოიკნავლებს
ამოისტვენსქვემოდან აქეთ დაუსტვენს
ამოიქუხებს ქუხილისებურ ხმას გამოსცემს
ამოიჩურჩულებს ჩურჩულით, ხმადაბლა ამოთქვამს
ამოიძახებსქვევიდან ან სიღრმიდან დაიძახებს
ამოიწრიპინებს წრიპინის ხმას გამოსცემს, წრიპინით იტყვის
ამოკვნესა კვნესის აღმოხდომა, ამოგმინვა
ამოსჩხავისჩხავილით ამოსძახის
ამოძახილირაც ამოიძახეს ან ამოსძახეს
ამოხმიანი ვისაც ან რასაც ამო, საამო, სასიამოვნო ხმა აქვს
ამოხრიგინდება ხრიგინით ამოვა
ამქუხარება ძლიერი ახმაურება, − აქუხება, აგრგვინება
აჟივჟივდება ჟივჟივს დაიწყებს, − აჟღურტულდება, აჭიკჭიკდება
აჟიჟინდება ახმაურდება, აყაყანდება
აჟრიალდება იგივეა, რაც აჟღრიალდება
აჟრიალებს იგივეა, რაც აჟღრიალებს
აჟრიამულდება ჟრიამულს დაიწყებს, − ახმაურდება, ახმიანდება
აჟღავჟღავდება ჟღავჟღავს დაიწყებს მრავალი, − ახმაურდება, აყაყანდება
აჟღერებს ჟღერის ხმას გამოაცემინებს
აჟღრიალდება ჟღრიალს დაიწყებს, − აჟღარუნდება
აჟღრიალებს ჟღრიალს გამოაცემინებს, ჟღრიალით ახმაურებს
აჟღურტულდებაჟღურტულს დაიწყებს, − აჭიკჭიკდება
არაკრაკდება რაკრაკს დაიწყებს. 1. რაკუნს, რაკარუკს დაიწყებს, − არაკუნდება. 2. რაკრაკით ახმაურდება, ახმიანდება სითხე. 3. გადატ. ამღერდება, აჭიკჭიკდება, ახმიანდება მუსიკალურად
არაკრაკებს 1. აკაკუნებს, არაკუნებს. 2. რაკრაკით ახმაურებს. 3. გადატ. ამღერებს, ათამაშებს, აკანკალებს ხმას; მღერის
არაკუნებს რაკუნის ხმას გამოაცემინებს,
არახრახდება 1. რახრახს დაიწყებს. 2. რახრახით ავა ქვემოდან ზემოთ. 3. გადატ. უშნოდ ხმამაღლა გაიცინებს
არახუნდება რახუნს დაიწყებს; რახუნის ხმას გამოსცემს
არახუნებს იგივეა, რაც აბრახუნებს
არეკინებს ავალებს დარეკოს
ატკაცუნდება ტკაცუნს დაიწყებს
ატკაცუნება ტკაცუნის დაწყება
ატკაცუნებს ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს, ტკაცუნით ხმაურობს
ატკაცუნებული რაც აატკაცუნეს ან ატკაცუნდა, რამაც ტკაცუნი დაიწყო
ატლაშუნება იგივეა, რაც ატყლაშუნება
ატლაშუნებს იგივეა, რაც ატყლაშუნებს
ატყაპუნებს ტყაპუნის ხმას გამოაცემინებს
ატყლაშუნებს ტყლაშუნის ხმას გამოაცემინებს
აუბაგუნდება გული ბაგაბუგს დაუწყებს
აუბღავლდება აუბღავლდა, აბღავლებია
აუბღავლებს ააბღავლებს მისას
აუღავღავდება ყეფას დაუწყებს
აუყაყანდება ყაყანს დაუწყებს
აუყაყანებს ააყაყანებს, აამხედრებს მის წინააღმდეგ
აფათქუნებს ფათქუნით ამოძრავებს‚ ფრთხიალით ერთმანეთს სცემს
აფაჩუნებს წყნარი‚ ფრთხილი მოძრაობის დროს ოდნავ გასაგონ ხმაურს იწვევს
აფშვინდებაფშვინვას დაიწყებს
აფშვინებული რამაც‚ ვინაც ფშვინვა დაიწყო
აფხაკუნებს ფხაკუნის ხმას გამოაცემინებს
აფხაჭუნებს ფრჩხილების ან ბრჭყალების მოსმით უსიამოვნო ხმას გამოსცემს
აქუხდება ქუხილს დაიწყებს‚ ქუხილისებურ ხმას გამოსცემს
აქუხება ქუხილის დაწყება; ქუხილისებური ხმის გამოცემა
აქუხებს ქუხილის ხმას გამოაცემინებს
აღავღავდება ღავღავს დაიწყებს‚ ღავღავით აყეფდება
აღავღავებული რამაც ღავღავი დაიწყო‚ − აყეფებული
აღაჭუნებს ღაჭუნის ხმას გამოსცემს − აკრაჭუნებს
აღიღინდებაღიღინს დაიწყებს, − დაბალ ხმაზე ამღერდება
აღიღინება ღიღინით, დაბალ ხმაზე სიმღერის თქმა
აღიღინებს ღიღინით დამღერს, სიმღერას დაბალ ხმაზე ამბობს
აღიღინებულივინც აღიღინდა, − ღიღინით, დაბალი ხმით ამღერებული
აღრაჭუნებს ღრაჭუნის ხმას გამოაცემინებს
აღრიალდებაღრიალს დაიწყებს
აღრიალებს აიძულებს იღრიალოს, − აყვირებს, აბღავლებს
აყაყანდება ყაყანს დაიწყებს, − ალაპარაკდება
აყაყანება ყაყანის დაწყება
აყაყანებს აიძულებს იყაყანოს
აყაყანებული ვინც ააყაყანეს ან აყაყანდა
აჩახუნებს ჩახუნის ხმას გამოაცემინებს
აჩოჩქოლდება ჩოჩქოლს დაიწყებს, − შეშფოთებით ახმაურდება
აჩურჩულდება ჩურჩულს დაიწყებს, ჩურჩულით ალაპარაკდება
აჩურჩულება ჩურჩულის დაწყება
აჩურჩულებს ჩურჩულით ალაპარაკებს
აჩურჩულებული ვინც აჩურჩულდა, − ჩურჩულით მოლაპარაკე
აჩუჩუნდება ჩუჩუნს დაიწყებს, − ამოძრავდება, აფაჩუნდება
აჩუხჩუხდება ჩუხჩუხს დაიწყებს, − ჩუხჩუხით ადუღდება
აჩქამდება ჩქამს გამოსცემს, − ახმაურდება
აჩქაფუნებს ჩქაფუნის ხმას გამოაცემინებს
აჩქრიალდება ჩქრიალის ხმას გამოსცემს
აჩხავლდება ჩხავილს დაიწყებს
აჩხაკუნებს ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს
აჩხარუნებს ჩხარუნით ახმაურებს
აჩხერებს ჩხერის ხმას გამოაღებინებს, − აჩხრიალებს
აჩხლაკუნებსჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს
აჩხრიალდება ჩხრიალს დაიწყებს
აწიწინებსხმაბაძვ. წვრილ ხმაზე უკრავს რაიმე საკრავს
აწკლაპუნებს ხმაბაძვ. წკლაპუნის ხმას გამოაცემინებს
აწკლატუნებს წკლატუნის ხმას გამოაცემინებს
აწკმუტუნდებაწკმუტუნს დაიწყებს
აწლაკუნებსწლაკუნის ხმას გამოაცემინებს
აწლაპუნებსწლაპუნის ხმას გამოაცემინებს
აწლაქუნებსიგივეა, რაც აწკლაპუნებს
აწრიპინდება წრიპინს დაიწყებს
აწრიპინება წრიპინის დაწყება
აწრიპინებს აიძულებს ან საშუალებას აძლევს იწრიპინოს
აწრიპინებული რაც ააწრიპინეს ან აწრიპინდა
აწრუწუნდებაწრუწუნს დაიწყებს, – აწრიპინდება
აწუილდება წუილს დაიწყებს, − აწივლდება
აწუწკუნდება იგივეა, რაც აწკმუტუნდება
აჭახჭახდება ჭახჭახს დაიწყებს
აჭიჭყინდება ჭიჭყინს დაიწყებს, უსიამოვნო ხმებს გამოსცემს, − აჭყიპინდება
აჭიჭყინება ჭიჭყინის დაწყება, − აჭყიპინება
აჭიჭყინებსჭიჭყინს დააწყებინებს, − უხეიროდ დაუკრავს, ააჭყიპინებს
აჭრაჭუნება ჭრაჭუნის დაწყება
აჭუკჭუკდება ჭუკჭუკს დაიწყებს
აჭყვიტინდება ჭყვიტინს დაიწყებს, − აჭყიპინდება
აჭყვიტინებს ჭყვიტინის ხმას გამოაცემინებს, აჭყიპინებს
აჭყივლდება ჭყივილს დაიწყებს
აჭყიპინდება ჭყიპინს დაიწყებს
აჭყიპინებს ჭყიპინის ხმას გამოაცემინებს, − აჭიჭყინებს, აჭყვიტინებს
ახმატკბილდებავინც ან რაც ხმატკბილად, საამო ხმაზე ამღერდება, ალაპარაკდება
ახმატკბილებსხმატკბილ, საამო ხმას გამოსცემს
ახმაურდება ხმაურს ატეხს, ხმაურს დაიწყებს
ახმაურებს ხმაურს ატეხინებს
ახმიანებს ხმაურით ავსებს, − ახმაურებს
ახრანტალებს ხრანტალის ხმას გამოსცემს
ახრიალდება ხრიალით ახმაურდება
ახროტინდება ხროტინს დაიწყებს
ახრჭიალებს ხრჭიალს დააწყებინებს
ახუვლდება ხუილს დაიწყებს, − ძლიერ ახმაურდება
აჯახუნებს ხმაურით ახლის, ახეთქებს
აჯაჯგურებს ხმაურით ანჯღრევს
ბაგა-ბუგი 1. რბილზე ცემის ხმა. 2. გულის ძლიერი, აჩქარებული ცემის ხმა
ბაგი-ბუგი იგივეა, რაც ბაგა- ბუგი
ბაგუნიცემით გამოწვეული ხმაური
ბათქა-ბუთქი თოფის, დამბაჩის და მისთ. ზედიზედ სროლის ხმა
ბაკა-ბუკი მაგარ საგნებზე სიარულისას ფეხის ცემით გამოცემული მკვეთრი ხმა
ბაკი-ბუკი იგივეა, რაც ბაკა- ბუკი
ბაკუნობს ბაკი-ბუკით, ბაკუნით დადის
ბანიხმა, რომელიც ეწყობა სიმღერას
ბარტყა-ბურტყი ხმაბაძვ. საფენელის ბერტყვის ხმა (საბა)
ბარტყანი ხმაბაძვ. რბილი ბრტყელი საგნის დავარდნის ხმა || იგივეა, რაც ბრაგვანი
ბარტყუნი მრავალგზის დარტყმა-დაცემის შედეგად გამოცემული ხმა
ბასკუნიკუთხ. (იმერ., გურ.) ცემა მკვრივ რამეზე
ბასტანიმაღლიდან ჩამოვარდნილი რბილი და მძიმე საგნის დაცემის ხმა, – ბარტყანი
ბასტი-ბუბუდიდი ხმაურობა, ჟრიამული
ბასტუნიცემა მკვრივ რამეზე
ბაყა-ბუყი ხმაბაძვ. წყვეტილი ყრუ ხმა ცემის დროს
ბგერა ჰაერის ტალღისებრი რხევითი მოძრაობა, რომელსაც აღიქვამს სმენის ორგანო, – ხმა
ბზუილა რაც ან ვინც ნიადაგ ბზუის
ბზუილი კრაზანასა და ბუზების ხმიანობა
ბზუის ფრენის დროს ფრთების სწრაფი და უწყვეტი მოძრაობით ზუზუნისებურ ხმას გამოსცემს მწერი
ბზუკუნებს იგივეა, რაც ბზუის
ბზუკუნიიგივეა, რაც ბზუილი
ბიბინიკუთხ. (ფშ., ხევს.) ხმაური, მღელვარება
ბიჟინიშვლის ნუკრის კიკინი
ბობღინი გაურკვევლად, ბგერების დაუნაწევრებლად ლაპარაკი, – ბურტყუნი
ბრაგა-ბრუგი მაგარ ზედაპირზე ცემის ხმა
ბრაგვაიგივეა, რაც ბრაგვანი
ბრაგვანიმაგარ რამეზე მძიმე სხეულის დაცემა
ბრაგუნიძლიერად რტყმა ყრუ ხმის გამოცემით
ბრახა-ბრუხი ხმაბაძვ. ძლიერი ბრახუნი ნაწყვეტ-ნაწყვეტად
ბრახვანი მძიმე საგნის ძირს დაცემის ხმა
ბრახუნა რაც ბრახუნის მსგავს ხმას გამოსცემს
ბრახუნიმაგარ რამეზე ცემა, – ბრაგუნი
ბრახუნობსბრახუნის ხმას გამოსცემს
ბუბუნიდიდი ხმაური, – გუგუნი
ბურტყუნი ხმადაბალი გაურკვეველი ლაპარაკი
ბუსუნიკუთხ. (იმერ.) ჩამიჩუმი
ბუტბუტიდაბალი ხმით გაურკვევლად ლაპარაკი თავისთვის
ბუყბუყიხმაბაძვ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ნელი ყრუ ხმაურობა, გამოწვეული სითხეში გაზების მოძრაობით, დუღილის პროცესით
ბუხბუხი ხმაბაძვ. ბოხი, წყვეტილი ხმის მძიმე-მძიმედ გამოცემა
ბუხუნი რაიმე ცხოველის (ლომის, ირმის, ღორის) ძლიერი ხმიანობა
ბღავილი ცხოველთა (ძროხის, ცხვრის, ირმის…) ხმიანობა || გადატ. ღრიალი, ხმამაღალი ტირილი გამწარებული, თავზარდაცემული ადამიანისა
ბღვრიალი„ბრიყვული ტირილი“ (საბა), − ღრიალი
ბღუილი გაბმით ყვირილი, ღმუილივით. || გადატ. ღრიალი, ხმამაღლა ტირილი
გააბრახუნებს ბრახუნის ხმას გამოაცემინებს
გააზრიალებს ზრიალს დააწყებინებს, ზრიალის ხმას გამოაღებინებს
გააზუზუნებს ზუზუნის ხმას გამოაცემინებს
გააკრაჭუნებსკრაჭუნის ხმას გამოაცემინებს კბილებს
გაალაპარაკებს საშუალებას მისცემს გაელაპარაკოს, − დაალაპარაკებს, გაასაუბრებს ვინმესთან
გააჟღარუნებსჟღარუნის ხმას გამოაცემინებს
გააჟღრიალებსჟღრიალის ხმას გამოაცემინებს
გაარიჩხინებს იგივეა, რაც გააჩხარუნებს
გაატკაცუნებს ტკაცუნის ხმას გააღებინებს
გააფხაჭუნებს ფხაჭუნის ხმას გამოაღებინებს
გააღრაჭუნებს ღრაჭუნის ხმას გამოაცემინებს, – გააკრაჭუნებს
გააღრჭიალებსკბილებს გააკრაჭუნებს
გააყრუებს დიდი ხმაურით ყურთასმენას წაიღებს
გააჩხარუნებსჩხარუნის ხმას გამოაცემინებს
გააწკაპუნებს წკაპუნის ხმას გამოაცემინებს
გააწკარუნებს წკარუნის ხმას გამოაღებინებს
გააწკლაპუნებს წკლაპუნის ხმას გამოაცემინებს
გააწკლატუნებს წკლატუნის ხმას გამოაცემინებს
გააწკრიალებს წკრიალის ხმას გამოაცემინებს
გააწლაკუნებსიგივეა, რაც გააწკლაპუნებს
გააჭანჭყარებსნაკლულ ჭურჭელში სითხეს შეანჯღრევს
გააჭახუნებს ჭახუნის ხმას გამოაღებინებს
გააჭყაპუნებს ჭყაპუნის ხმას გამოაცემინებს
გაახმიანებს ხმას გამოაცემინებს, აახმაურებს
გაახრჭიალებს იგივეა, რაც გააღრჭიალებს
გააჯახუნებს ჯახუნით მიხურავს, გაიხურავს კარს, ფანჯარას…
გაბაკუნდება ბაკუნის, ბაკა-ბუკის ხმას გამოსცემს
გაბოხება დაბოხება (ხმისა)
გაბოხებული დაბოხებული ხმა
გაბრახუნდება ბრახუნის ხმას გამოსცემს
გაბრახუნება რისამე ბრახუნით, ბრაგუნით გახურვა
გაბრახუნებული რაც გააბრახუნეს ან გაბრახუნდა
გადაბაკუნდება ბაკუნით გადავა, გადაივლის
გადაეჩურჩულება ჩურჩულით გადაელაპარაკება, გადაუჩურჩულებს
გადაიქუხებს ქუხილით გადაივლის
გადალაპარაკებაგვერდზე მყოფთან, შორიახლოს მყოფთან გალაპარაკება
გადასაჩურჩულებელი რასაც გადაუჩურჩულებენ, ჩურჩულით სათქმელი
გადასჩურჩულებს იგივეა, რაც გადაუჩურჩულებს
გადაუშხივლებს იგივეა, რაც გადაუშხუილებს, გადაუშხუვლებს
გადაუშხუვლებს შხუილით გადაუქნევს, გადაჰკრავს
გადაუჩურჩულებს ჩურჩულით გადაულაპარაკებს, ეტყვის რამეს
გადაჩურჩულება ჩურჩულით გადალაპარაკება
გადმო-ჰ-ქუხებს ქუხილის ხმით გამოეხმაურება ზევიდან ქვევით
გადმომქუხარი,გადმომქუხარე
გადმოსჩურჩულებს ძალიან ჩუმად, ჩურჩულით გადმოულაპარაკებს
გადმოქუხს ქუხილით გადმოდის, ქუხილით ძირს ეშვება
გადმოჩქრიალებს ჩქრიალით გადმოდის
გაეჩურჩულება ჩურჩულით დაელაპარაკება; უჩურჩულებს
გაზრიალება ზრიალის ხმის გამოცემა
გაზუზუნდებაზუზუნის ხმას გამოსცემს
გაზუზუნებულირამაც გაიზუზუნა
გაიბრახუნებსბრახუნით გაიხურავს (კარსა და მისთ.)
გაიზუზუნებსზუზუნის ხმას გამოსცემს
გაიკრიალებსიგივეა, რაც გაიწკრიალებს
გაინაბავს სუნთქვას შეიკრავს და გაჩუმდება
გაიჟრიალებს იგივეა, რაც გაიჟღრიალებს
გაიჟღრიალებს ჟღრიალის ხმას გამოსცემს
გაირახუნებსრახუნის ხმას გამოსცემს
გაისისინებს სისინის ხმას გამოსცემს
გაისმის გასაგონია, ყურთასმენამდე აღწევს
გაიტკაცუნებს ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას
გაიფაჩუნებს ფაჩუნის ხმას გამოსცემს
გაიშლიგინებს შლიგინით, ხმაურით გაივლის
გაიშრიალებს შრიალის ხმას გამოსცემს, – გაშრიალდება
გაიშხივლებს იგივეა, რაც გაიშხუვლებს
გაიშხუვლებს შხუილის ხმას გამოსცემს
გაიშხუილებს შხუილით გაივლის; შხუილის ხმას გამოსცემს
გაიწკრიალებს წკრიალის ხმას გამოსცემს
გაიჭრაჭუნებს ჭრაჭუნის ხმას გამოსცემს
გაიჭრიალებს ჭრიალის ხმას გამოსცემს
გაიჭრიჭინებს ჭრიჭინის ხმას გამოსცემს
გაიხმაურებსხმაურს დაიწყებს
გაიჯახუნებს ჯახუნით გაიხურავს კარს
გაკნატუნება კნატუნით შეჭმა
გაკნაწუნება კნაწუნის ხმის გამოსცემა
გაკრაჭუნებაკბილების ერთმანეთზე გასმა უსიამოვნო ხმის კრაჭუნის გამოცემით
გალაპარაკება ლაპარაკის დაწყება (ვინმესთან),− გასაუბრება, დალაპარაკება
გალობა1. ჭიკჭიკი, სტვენა (ფრინველთა) 2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულება (ადამიანის) ხმით, – სიმღერა, მღერა
გამკივანიმაღალი, წვრილი, კივილისებრი ხმა
გამო-ს-თქვამს გამოხატავს, გადმოსცემს რაიმეს (სიტყვით)
გამოაბრახუნებს ბრახუნის ხმას გამოაცემინებს
გამოაგრიალებს გრიალით გამოიყვანს
გამოაზუზუნებსზუზუნით გამოისვრის, გამოტყორცნის
გამოაჯახუნებს ჯახუნით გამოიხურავს (კარებს…)
გამობაკუნდება ბაკუნით, ბაკა-ბუკით გამოვა
გამობრახუნება ხმაურით გამოხურვა (კარისა)
გამოგრიალდება გრიალით გამოვა
გამოთქვამს 1. გამოხატავს, გადმოსცემს რაიმეს (სიტყვით, წერილობით…) 2. აწარმოებს სამეტყველო ბგერას, − წარმოთქვამს
გამოიბრახუნებს ხმაურით გამოიხურავს, გამოიკეტავს (კარს)
გამოიქუხებს ქუხილის ხმას გამოსცემს, დაიქუხებს
გამოიჭექებს ჭექის ხმას გამოსცემს
გამოიჯახუნებსჯახუნით გამოიხურავს
გამოქუხს ქუხილის ხმა ისმის
გამოშხუის შხუილი გააქვს, – შხივის
გამოჩუხჩუხებს ჩუხჩუხით გამოდის
გამოჩქეფს სწრაფად, ხმაურით დის, – ჩხრიალებს, მოჩქეფს
გამოჩხრიალებს ჩხრიალის ხმას გამოსცემს
გამოძახილი ხმამაღლა ხმობა, მოწოდება
გამოწანწკარებს წანწკარით დის
გამოჭექა ჭექით გამოძახება, გამოხმაურება
გამოჭექილი ქუხილით გამოსული ხმა
გამოხმობაიგივეა, რაც გამოძახილი
გამოჯახუნება ჯახუნით გამოხურვა
გამყივანიმჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა
გამყივარიიგივეა, რაც გამყივანი
გაჟღრიალდება ჟღრიალს გაიღებს, ჟღრიალის ხმას გამოსცემს
გარაწკუნდება იგივეა, რაც გაწკარუნდება
გარახუნდებარახუნით გაიხმაურებს
გარიალებაკუთხ. (ფშ., კახ.) რიალით გახმაურება, გავლა
გარიხინდება ხმაურით გაივლის
გასისინება სისინის ხმის გამოცემა
გასჩხავის უსიამოვნოდ ხმიანობს
გასწივის წვრილ ხმას გამოსცემს
გატკაცუნდება ტკაცუნის ხმას გაიღებს, – გაიტკაცუნებს
გატკაცუნება ტკაცუნის ხმის გაღება
გატყლაშუნება ტყლაშუნის ხმის გამოცემინება
გაუკაკუნებსკაკუნით გაუსვამს ერთმანეთზე
გაუტკაცუნდებატკაცუნის ხმას გამოსცემს
გაუტკაცუნებსტკაცუნის ხმას გამოაღებინებს
გაუწკაპუნებს წკაპუნით გაჰკრავს, გადაჰკრავს
გაფაჩუნდება ფაჩუნით გახმაურდება, ფაჩუნის ხმას გამოსცემს
გაფაჩუნება ფრთხილი მოძრაობის დროს ოდნავ გასაგონი ხმის გამოცემა
გაფხაჭუნება ფხაჭუნის ხმის გამოცემა, ფრჩხილების, ბრჭყალების მოსმით უსიამოვნო ხმის გამოცემა
გაღიღინებსღიღინით გასძახის, ღიღინით ამბობს
გაღრაჭუნება ღრაჭუნის ხმის გამოცემინება, გაკრაჭუნება
გაღრჭიალება კბილებით ღრჭიალის ხმის გამოცემა
გაშრიალება შრიალით ამოძრავება
გაშხუილება შხუილით გავლა, ჩავლა, გაქნევა
გაჩუჩუნდება ჩუჩუნის ხმას გამოიღებს
გაჩხაკუნდება ჩხაკუნის ხმას გამოსცემს
გაჩხარუნება ჩხარუნის ხმის გამოცემა
გაჩხრიალდება ჩხრიალის ხმას გამოსცემს
გაწკაპუნება წკაპუნის ხმის გამოცემა
გაწკარუნდება წკარუნს დაიწყებს, წკარუნის ხმას გამოსცემს
გაწკარუნება წკარუნის ხმის გამოცემინება
გაწკლაპუნება წკლაპუნის ხმის გამოცემა
გაწკრიალებაწკრიალის ხმის გამოცემა
გაწლაკუნება წლაკუნის ხმის გამოცემა
გაჭანჭყარება ჭურჭელში ნაკლულ სითხის შენჯღრევისას ხმის გამოცემა
გაჭახუნება ჭახუნის ხმის გამოცემა
გაჭიჭინდება ჭიჭინის ხმას გამოსცემს
გაჭრიალდება ჭრიალს დაიწყებს, ჭრიალის ხმას გამოსცემს
გახმაურებახმაურის გაღება, ხმაურის დაწყება
გახრინწიანდება ხრინწიანი გაუხდება ხმა
გაჯახუნდებაჯახუნით მიიხურება (კარი…)
გაჯახუნება ჯახუნით დახურვა
გაჯახუნებული რაც გააჯახუნეს ან გაჯახუნდა
გაჰკივის კივილით გაიძახის
გაჰღიღინებსღიღინით გასძახის
გვრინვაგლოვის გამომხატველი ხმიანობა
გიზგიზი ძლიერი ცეცხლის ხმა
გლიმიკუთხ. (კახ.) იგივეა, რაც კრინტი
გლიჯინი ტლანქად, დიდი ნაბიჯებით სირბილი; ამგვარი სიარულით გამოწვეული ხმაური
გმინვა ტკივილის. ტანჯვის, მწუხარების გამომხატველი ამოძახილი, ოხვრა, კვნესა
გნიასი დიდი ხმაური, ყვირილი
გოდებს ტირილით გლოვობს, მოთქვამს
გრგვინავს დიდ ხმას, გრიალის, ზრიალის ხმას გამოსცემს
გრიალ-გრიალით ზედიზედ გამეორებული გრიალით
გრიალიდიდი, გამაყრუებელი ხმაურობა, – ზრიალი, გუგუნი
გრუხუნი გამაყრუებელი ხმაურობა
გუგუნი ყრუ, გაბმული გრიალი
გუზგუზი ცეცხლის, ალის ხმაური
გურგურებსგურგური გააქვს, გურგური გაუდის (ცეცხლს), − გიზგიზებს
გურგური ხმაური, გიზგიზი ალმოდებული ცეცხლისა
და-ჰ-ქუხებს მძლავრი ხმით დასძახებს
და-ჰ-ქუხსქუხილისებური ხმით დასძახის, დასჭექს თავზე ვისმე ან რასმე
დააბაკუნებსბაკუნით, ბაკი-ბუკით დადის
დააბრახუნებინებს აიძულებს ან შესაძლებლობას მისცემს დააბრახუნოს
დააბრახუნებს ბრახუნის ხმას გამოაცემინებს
დააბღავლებს აიძულებს დაიბღავლოს
დააგუგუნებსგუგუნით დასძახებს სიმღერას
დააზუზუნებსზუზუნის ხმას გამოაცემინებს, − გააზუზუნებს
დააკაკუნებს კაკუნის ხმას გამოაცემინებს
დააკრაჭუნებსკბილების ერთმანეთზე მაგრად გასმით ხმას გამოსცემს
დააკრჭიალებს იგივეა, რაც დააკრაჭუნებს
დაალაპარაკებს ლაპარაკის საშუალებას მისცემს, − ხმას ამოაღებინებს, აამეტყველებს დალაპარაკება
დაალაწუნებსლაწუნით დადის, – დადის და ლაწუნის ხმას გამოსცემს
დააჟრიალებს იგივეა, რაც დააჟღრიალებს
დააჟღრიალებსჟღრიალს გამოაცემინებს, ჟღრიალით აახმაურებს
დაატკაცუნებს ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს
დაატყაპუნებსტყაპუნის ხმას გამოაცემინებს, ტყაპუნით დაჰკრავს
დააფაჩუნებს ფაჩუნის ხმას გამოაცემინებს
დააფხაკუნებს ფხაკუნის ხმას გამოაცემინებს
დააქუხებს ქუხილის ხმას გამოაცემინებს
დააღიღინებს ღიღინით იმღერებს, ღიღინით იტყვის სიმღერას
დააღრჭენს კბილებს დააღრჭენს, კბილებს დააღრჭიალებს
დააღუღუნებსღუღუნით სიმღერას იტყვის
დააყრუებსიგივეა, რაც გააყრუებს
დააჩხაკუნებს ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს
დააჩხარუნებს ჩხარუნს დააწყებინებს, ჩხარუნის ხმას გამოაცემინებს
დააჩხლაკუნებსკუთხ. (კახ., ფშ.) ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს
დააჩხრიალებს ჩხრიალის ხმას გამოაცემინებს
დააწიკწიკებსწიკწიკს დააწყებინებს, წიკწიკის ხმას გამოაცემინებს (მაგ., გარმონს)
დააწკაპუნებს წკაპუნის ხმას გამოაცემინებს
დააწკარუნებსწკარუნის ხმას გამოსცემს
დააწკრიალებსწკრიალის ხმას გამოაცემინებს, – დააწკარუნებს
დააჭრაჭუნებს ჭრაჭუნის ხმას გამოაცემინებს
დააჭრიალებსჭრიალს ხმას გამოაცემინებს
დააჭრიჭინებს ჭრიჭინის ხმას გამოაცემინებს
დააჭყივლებს აიძულებს დაიჭყივლოს, – ჭყივილს აატეხინებს
დაახმაურებს ხმაურს შექმნის, აახმაურებს (რაიმეს)
დაახრანტალებსხრანტალის ხმას გამოსცემს
დაახრიალებს ხრიალის ხმას გამოაცემინებს
დაახრიგინებს ხრიგინ-ხრიგინით დააქვს
დაახრჭენს კბილებს დააღრჭიალებს, დააკრაჭუნებს
დაახრჭიალებს კბილებს დააკრაჭუნებს
დააჯახუნებს ჯახუნის ხმას გამოაცემინებს
დაბაკუნება მაგარ საგანზე (მიწაზე, იატაკზე…) ფეხის, ჯოხის ბოლოს დაკვრა და მკვეთრი ხმის გამოცემინება
დაბაკუნობს იგივეა, რაც დააბაკუნებს
დაბალხმიანი დაბალი ხმით გამოცემული (ზუზუნი …), დაბალი ხმით თქმული
დაბზუის მოძრაობისას ბზუილის ხმას გამოსცემს
დაბოხებულირაც დაუბოხებიათ, – გაბოხებული
დაბრახუნდება ბრახუნის ხმას გამოსცემს
დაბრახუნებული რაც დააბრახუნეს ან დაბრახუნდა
დაბრახუნობს ბრახუნით, ხმაურით დადის
დაბღუისდაღრიალებს, ხმამაღლა დასტირის
დაგა-დუგიძლიერი და რიტმული ცემის ხმა მაგარი სხეულისა მაგარსვე სხეულზე
დაგდაგინაწყვეტ-ნაწყვეტი, ყრუ ძლიერი ხმაური
დაგი-დუგიიგივეა, რაც დაგა-დუგი
დაგმინებაგმინვის აღმოხდომა, გმინვის ამოხდომა, გმინვის ამოშვება, კვნესა ტკივილის, ტანჯვისა ან მწუხარებისაგან
დაგრგვინავსმრისხანებს, ბობქრობს
დაგუგუნებაგუგუნის ხმის გამოცემა
დადონდგოლებაკუთხ. (მთიულ.) დონდგოლის, დიდი ხმაურის ატეხა, – ჩოჩქოლი, აურზაური
დაზუზუნებსზუზუნი გააქვს, ზუზუნით მოძრაობს; ზუზუნით დაქრის
დაზუისზუილით მოძრაობს, მოძრაობისას ზუილის ხმას გამოსცემს
დაიბაყბაყებსბაყბაყით იტყვის, – ბოხი, უშნო ხმით იტყვის, დაილაპარაკებს
დაიბზუილებსბზუილის ხმას გამოსცემს მწერი
დაიბობღინებსკუთხ. (იმერ.) ბობღინით იტყვის
დაიბრახუნებს ბრახუნით დაირტყამს
დაიბრდღვენსბრდღვინვას დაიწყებს, – დაიღრიალებს და ტოტით მიწის თხრას დაიწყებს მხეცი (ლომი, ვეფხვი და მისთ.)
დაიბუბუნებსბუბუნის ხმას გამოსცემს, გაბმით ნელა დაიყვირებს ხარი
დაიბუტბუტებსბუტბუტით იტყვის
დაიბღავლებსბღავილი აღმოხდება, ბღავილის ხმას გამოსცემს
დაიბღმუვლებსბღმუილის ხმას გამოსცემს
დაიგმინებსგმინვას ამოუშვებს
დაიგრგვინებსგრგვინვასავით ხმას გამოსცემს, – დაიგუგუნებს
დაიგრიალებსგრიალის ხმას გამოსცემს, – ძლიერ ახმაურდება, დაიქუხებს
დაიგრუხუნებსგრუხუნის ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს, დაიგრგვინვებს
დაიგუგუნებსგუგუნის ხმას გამოსცემს
დაიზმუვლებსზმუილის ხმას გამოსცემს, ზმუილს ამოუშვებს ნელი ხმით
დაიზმუკუნებსზმუკუნის ხმას გამოსცემს, ზმუკუნი აღმოხდება; ზმუკუნით იტყვის
დაიზრიალებსზრიალის ხმას გამოსცემს
დაიზუზუნებსზუზუნის ხმას გამოსცემს
დაიკაკუნებს კაკუნის ხმას გამოსცემს, − დაკაკუნდება
დაიკვნესებსკვნესას ამოუშვებს, კვნესა აღმოხდება ტკივილისა, ტანჯვისა ან მწუხარებისაგან; კვნესით იტყვის
დაიკივლებსკივილით დაიძახებს, ცივი ხმით დაიყვირებს (ითქმის ზოგ ფრინველზედაც)
დაიკიკინებსკიკინის ხმას გამოსცემს
დაიკნავლებსკნავილის ხმას გამოსცემს; დაიჭყავლებს
დაიკრუსუნებსკრუსუნის ხმას გამოსცემს, – დაიკვნესებს
დაიკრუტუნებსკრუტუნის ხმას გამოსცემს
დაილიკლიკებს 1. იგივეა, რაც დაირაკრაკებს (ნაკადული…). 2. ლიკლიკით, ტიკტიკით დაილაპარაკებს (ბავშვი)
დაიმქუხარებს იგივეა, რაც დაიქუხებს
დაიპეტელებსკუთხ. (იმერ., გურ.) დაიბღავლებს თხა
დაიჟღრიალებსჟღრიალის ხმას გამოსცემს
დაირახრახებსრახრახს დაიწყებს, რახრახით ახმაურდება
დაისისინებსსისინის ხმას გამოსცემს
დაისტვენსიგივეა, რაც დაუსტვენს
დაიტკაცუნებს ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას, − გაიტკაცუნებს
დაიფშვინებს ფშვინვას ამოუშვებს
დაიქუხებს ქუხილი გაისმის, − დაიგრგვინებს, დაიჭექებს, იქუხებს
დაიქშუვლებსქშუილს ამოუშვებს, ქშუილით წამოვა
დაიქშუტუნებსქშუტუნს გამოსცემს
დაიღავღავებს ღავღავს დაიწყებს, ნელა და გაბმით დაიყეფებს
დაიღიღინებს ღიღინს დაიწყებს; ღიღინით იტყვის (სიმღერას), დაბალ ხმაზე იმღერებს
დაიღმუვლებსღმუილის ხმას გამოსცემს
დაიღმუილებსიგივეა, რაც დაიღმუვლებს
დაიღნავლებსღნავილის ხმას გამოსცემს, – დაიკნავლებს
დაიღრენსღრენის ხმას გამოსცემს ძაღლი
დაიღრიალებსღრიალით იტყვის, ღრიალით დაიყვირებს
დაიღრუტუნებსღრუტუნს დაიწყებს
დაიყარყარებსსითხით ავსებისას ხმას გამოსცემს ჭურჭლის ყელი
დაიყივლებსყივილის ხმას გამოსცემს, ყივილს დაიწყებს
დაიყრანტალებსყრანტალით დაიძახებს, – დაიჩხავლებს
დაიყროყინებსყროყინის ხმას გამოსცემს
დაიშრიალებსშრიალის ხმას გამოსცემს, შრიალით ამოძრავდება
დაიჩხავლებსჩხავილის ხმას გამოსცემს; ჩხავილს დაიწყებს
დაიჩხაკუნებსჩხაკუნის ხმას გამოსცემს
დაიჩხრიალებსჩხრიალის ხმას გამოსცემს, ჩხრიალს გაიღებს
დაიწივლებსმწივანა ხმით დაიკივლებს
დაიწიკვინებსწიკვინით იტყვის რასმე, – წვრილი უსიამოვნო ხმით იტყვის, დაიძახებს რასმე
დაიწიწინებსიგივეა, რაც დაიწრიპინებს
დაიწკავწკავებსწკავწკავით, წვრილი ხმით დაიყეფებს
დაიწკარუნებსწკარუნის ხმას გამოსცემს
დაიწკრიალებსწკრიალის ხმას გამოსცემს, – დაიწკარუნებს
დაიწრიპინებს წრიპინის ხმას გამოსცემს
დაიწრუწუნებსწრუწუნს ამოუშვებს, – დაიწრიპინებს
დაიწუვლებსწუილის ხმას გამოსცემს, – დაიწივლებს
დაიჭახჭახებსჭახჭახის ხმას გამოსცემს, – ჭახჭახით დაიძახებს
დაიჭექებსჭექასავით ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს
დაიჭიკჭიკებსჭიკჭიკის ხმას გამოსცემს
დაიჭიჭყინებსჭიჭყინის ხმას გამოსცემს, – დაიჭყვიტინებს
დაიჭრაჭუნებსჭრაჭუნის ხმას გამოსცემს
დაიჭრიალებსჭრიალის ხმას გამოსცემს, ჭრიალით ახმაურდება
დაიჭრიჭინებსჭრიჭინის ხმას გამოსცემს
დაიჭუჭყუნებსიგივეა, რაც დაიჭიჭყინებს
დაიჭყავლებსჭყავილის ხმას გამოსცემს
დაიჭყვირებსჭყვირილის ხმას გამოსცემს, – დაიჭყივლებს (ჩვეულებრივ გოჭი, ღორი)
დაიჭყვიტინებსჭყვიტინის ხმას გამოსცემს, – დაიჭიჭყინებს (ზურნა და მისთ.)
დაიჭყივლებსჭყივილის ხმას გამოსცემს
დაიჭყიპინებსჭყიპინის ხმას გამოსცემს
დაიხავლებსხავილით ახმიანდება, ხავილს ამოუშვებს, ხავილს დაიწყებს
დაიხვიხვინებსხვიხვინის ხმას გამოსცემს
დაიხრიალებსხრიალის ხმას გამოსცემს, – ხრიალს ამოუშვებს
დაიხროტინებსხროტინს ამოუშვებს
დაიხუვლებსხუვილის ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს
დაიჯახუნებსჯახუნის ხმას გამოსცემს, ჯახუნით გაიხმაურებს, – დაჯახუნდება
დაკაკუნდება კაკუნის ხმას გამოსცემს
დაკაკუნებაკაკუნის ხმის გამოცემა, დარაკუნება
დამღიღინებელი ვინც დააღიღინებს ან დაიღიღინებს
დაპუტუნებსკუთხ. (იმერ.) თავს ადგას ვისმე ან რასმე და პუტუნით ლაპარაკობს, – დაბუტბუტებს
დაჟღივლებსრისამე თავზე იჟღივლებს, – ჟღივილით დასძახებს
დაჟღრიალებაჟღრიალის ხმის გამოცემინება, გამოცემა
დარაწკუნებაიგივეა, რაც დაწკარუნება
დარახრახებსრახრახით დადის
დარეკ[ავ]სრისამე ცემით ხმას გამოაღებინებს, – ჩამოჰკრავს ზარს
დარიწკინდებაკუთხ. (იმერ.) რაწკა-რუწის ხმას გამოსცემს, – დაწკარუნდება
დარიხინებსრიხინ-რიხინით დადის (ეტლით და მისთ.)
დასაბრახუნებელი რითაც ბრახუნის ხმას გამოაცემინებენ
დასაღიღინებელი რაც უნდა დაიღიღინონ
დასტვენსსტვენის ხმას გამოსცემს, – დაუსტვენს
დასჩხავისვისიმე ან რისამე თავზე ჩხავის, – ჩხავილით დასძახის
დასწივისვისიმე ან რისამე თავზე წივის, წვრილი ხმით დასძახის ზევიდან
დასჭექსჭექისებურ ძლიერ ხმას გამოსცემს, – დაიგრიალებს
დასჭეხსმჭახე ხმით დასძახებს, – დასჭექს; მჭახე ხმას გამოსცემს
დატკაცუნდებატკაცუნის ხმას გამოსცემს, – გატკაცუნდება, დაიტკაცუნებს
დატკაცუნებაიგივეა, რაც გატკაცუნება
დაუბაკუნებს დააბაკუნებს მისთვის, – დაუბრახუნებს (ფეხებს) დასატუქსავად
დაუბოხდებაბოხი გაუხდება, გაუბოხდება ხმა
დაუბრახუნდებადაბრახუნდება მისი, შეიძლება დაბრახუნდეს მისი (მის მიერ)
დაუკაკუნებს დააკაკუნებს მისას, მისაზე, − დაურაკუნებს
დაუკივლებსიგივეა, რაც დაჰკივლებს, – კივილით შეუძახებს, დაუყვირებს, დაუჭყივლებს
დაუკრავსმუსიკალურ ინსტრუმენტს ხმას, ბგერებს გამოაცემინებს
დაურაკუნებსდაარაკუნებს მისას, – დაურაკუნებს
დაურახუნებსძლიერ დაუკაკუნებს, დაუბრახუნებს
დაუსტვენსსტვენის ხმას გამოსცემს, სტვენას ამოუშვებს
დაუტკაცუნებსტკაცუნის ხმას გამოაცემინებს მისაზე, – გაუტკაცუნებს
დაუღრიალებს ღრიალით შესძახებს, გაჯავრებით დაუყვირებს
დაუჩურჩულებს ჩურჩულით ეტყვის, ჩაუჩურჩულებს
დაუჩხლაკუნებსკუთხ. (კახ., ფშ.) იგივეა, რაც დააჩხაკუნებს
დაუძახებსშორიდან შეუძახებს, – დაუყვირებს
დაუწრუპუნებსიგივეა, რაც დაუწრუწუნებს
დაუწრუწუნებსწრუწუნით მოუხმობს
დაუჯახუნებს ჯახუნით დაურტყამს
დაფაჩუნებაფაჩუნის ხმის გამოცემა, გაფაჩუნება
დაქოთქოთებსქოთქოთით მოძრაობს, ქოთქოთით მიდი-მოდის; ქოთქოთი გააქვს
დაქუხდება დააქუხებენ; ქუხილი გაისმება; დაიქუხებს
დაქუხება ქუხილის ხმის გამოცემა
დაღავღავებს დადის და ღავღავებს
დაღიღინება ღიღინით დამღერება
დაღიღინებული რაც დააღიღინეს ან დაიღიღინეს
დაღრიალება დაყვირება, დაბღავლება
დაღრიალებსღრიალით, ბღავილით დადის
დაღუღუნებსღუღუნის ხმას გამოსცემს, ღუღუნით მღერის
დაყივლებაყივილით დაძახება
დაყრანტალებაყრანტალის ხმის გამოცემა, – დაჩხავლება
დაყრანტალებსყრანტალით დასძახის, – დასჩხავის
დაყრუვდებასიჩუმე მოიცავს; სიცოცხლე, ხმაურობა შეწყდება, უკაცური გახდება
დაჩლატუნებსჩლატუნით დადის
დაწივლებაწივილის ხმის გამოცემა, წვრილი ხმით დაძახება, მწივანა ხმით დაკივლება
დაწიკვინებაწიკვინით რისამე თქმა, წვრილი, უსიამოვნო ხმით დალაპარაკება
დაწკარუნებაწკარუნის ხმის გამოცემა, აწკარუნება, აწკრიალება
დაწრუპუნებაწრუპუნის ხმის გამოცემა ტუჩების მოკუმვით; წრუპუნით დაძახება
დაჭახუნებამირტყმა, მიჯახება ჭიქებისა
დაჭექებაჭექის ხმის გამოცემა, დაქუხება
დაჭრაჭუნდებაჭრაჭუნის ხმას გამოსცემს
დახრანტალებახრანტალის ხმის გამოცემა, ხრანტალის ამოშვება
დახრიალებახრიალის ხმის გამოცემა, ხრიალის ამოშვება
დახრიგინებსხრიგინით დადის; ხრიგინი გააქვს
დახროტინებახროტინის ამოშვება
დაჯახუნდებაჯახუნის ხმას გამოსცემს, ჯახუნით გახმაურდება
დაჯახუნება ჯახუნის ხმის გამოცემა, ჯახუნით გახმაურება
დაჰკივლებსკივილით დასძახებს
დაჰკიჟინებსკიჟინით დასძახებს, – დაჰყვირებს
დაჰყვირისყვირილით იძახის ვისიმე ან რისამე თავზე, – ყვირილით დასძახის
დაჰყივლებსრისამე ან ვისამე თავზე დაიყივლებს, – ყივილით დასძახებს
დგანდგარიდიდი ხმაურობა მიწისძვრისა და სხვ., – გრიალი
დგაფუნიტალღების ხეთქების ხმა
დგვეფაკუთხ. (იმერ.) „ისეთი გარტყმა, რომ ბოხი ხმა გავიდეს“
დგრიალებსდიდად ხმაურობს, გრიალებს
დვრინი1საერთოდ, დაბალი მეორე ბანი
დვრინი2საპენტის ლარის მიერ გამოცემული ხმა
დონდგოლიკუთხ. (ქიზ.) შეკრებილი ხალხის მოძრაობა და ხმაურობა, – ჩოჩქოლი
დოღრიალა ღრიალა, მყვირალა
დრიგინ-დრიგინითრისამე (მაგ., მატარებლის) სვლისას ხმის გამოცემით, ხმაურით
დუგდუგიხმაბაძვ. ამუშავებული მანქანის (მავალი მატარებლის…) ერთნაირი განუწყვეტელი ხმაური
დუდუნებსდუდუნი გააქვს, ნელა ხმაურობს წყალი, მდინარე
დუდუნიდაბალი ხმით დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემა, ყრუ და წყნარი ხმიანობა, ბუტბუტი
ეგუგუნებაგუგუნით ეხმაურება
ელვა-ქუხილი ელვა და ქუხილი
ენატკბილი ტკბილმოსაუბრე, ტკბილად მოლაპარაკე
ერთხმიანი ერთ ხმაზე შესასრულებელი (სიმღერა)
ექვსხმიანი ძვ. მუს. ექვსი ხმისაგან შემდგარი (გუნდი)
ექორაიმე საგნის ბგერის არეკვლა, – გამოძახილი, ნახმევი
ეყაყანება ყაყანით ელაპარაკება
ეჩურჩულება ჩურჩულით ელაპარაკება
ეხლიჩებაჩახლეჩილი, ხრინწიანი უხდება ხმა
ეხრინწებახრინწიანი უხდება, – უხრინწიანდება ხმა
ზავთიანი ძლიერი, ომახიანი, რიხიანი ხმა…
ზათქიძლიერი, ყურთასმენის წამღები ხმა
ზათქიანიისეთი, რასაც ზათქი ახლავს, რასაც ძლიერი, გამაყრუებელი ხმაური სდევს თან
ზაპა-ზუპირბილ რამეზე ჯოხის, წკეპლის ცემის ხმა
ზაპანიმძიმე და დიდი რისამე ძირს დავარდნის ხმა
ზაპუნიცემა რამე რბილ საგანზე
ზარიანიზარის რეკის მსგავსი ხმა
ზახიძვ. ხმაური, ყვირილი, ძახილი
ზახიანი ომახიანი, მაღალხმიანი
ზახილიყვირილი; ღრიანცელი, აყალ-მაყალი
ზიმზიმებსჩოჩქოლი, ჟრიამული აქვს
ზიმზიმიერთად შეყრილი მრავალი ადამიანის ხმაურიანი მოძრაობა, ჩოჩქოლი, ჟრიამული
ზლუქუნ–ზლუქუნით განუწყვეტელი ზლუქუნით
ზლუქუნებს გულამოსკვნით ხმამაღლა ტირის
ზლუქუნი გულამოსკვნითი ხმამაღალი ტირილი
ზმუილიგაბმული ხმადაბლა ბღავილი საქონლისა
ზმუისხმადაბლა გაბმით ბღავის (საქონელი)
ზრიალი ზარის ხმის მაგვარი ძლიერი ხმა, რისამე რყევის დროს გამოცემული
ზუ ხმაბაძვ. ზუზუნის, ზუილის ხმა
ზუზუნ-ზუზუნი ერთი-მეორეს მიყოლებული ზუზუნი
ზუზუნ-შუილი ზუზუნი და შუილი
ზუზუნებს ზუზუნს გამოსცემს, ზუზუნი გააქვს
ზუზუნი გასროლილი ან ძლიერად მოქნეული საგნის მიერ ჰაერის გაპობით გამოწვეული წვრილი, გაბმული ხმა
ზღრიალებსკუთხ. (გურ.) იხ. ზრიალებს
ზღრიალიკუთხ. (გურ.) ზრიალი
თოთქოლიშეშფოთებით, აღელვებით გამოწვეული მოძრაობა და ყრუ ხმაური
თუხთუხებს ხმაბაძვ. თუხთუხი გააქვს, თუხ-თუხით ხმაურობს, – ფუხფუხებს
თუხთუხი ხმაბაძვ. მოსქო სითხის დუღილის დროს ყრუ, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმაური
თქარა-თქური ხმაბაძვ. ცხენისა და მისთ. ფეხის ხმაური ჭენებისას – ჩვეულებრივ, ტალახში, – თქარუნი
თქართქარიხმამაღალი სიცილი, ხარხარი ბევრისა
თქარუნებს ხმაბაძვ. თქარუნის ხმას გამოსცემს ჭენებისას
თქარუნიხმაბაძვ. ცხენის ფეხის ხმა ჭენებისას, – თქარა-თქური
თქაფა-თქუფიხმაბაძვ. იგივეა, რაც თქარა-
თქაფანიხმაბაძვ. იგივეა, რაც თქაფუნი
თქაფუნიხმაბაძვ. წყალში გავლისას, წყლის დაღვრისას ან მასში რაიმეს ჩავარდნისას გამოცემული ხმა
თქერახმაბაძვ. იგივეა, რაც თქარა-თქური, თქარუნი
თქვასიტყვიერად გამოხატა, გადმოსცა აზრი, – სიტყვიერად აღნიშნა რაიმე, წარმოთქმა
თქლაფა-თქლუფითქვლეფით ჭამა; თქვლეფით ჭამის ხმა
თქლაფუნი ზედაპირზე რისამე ბრტყლად დაცემის ხმა
თქონთქოლიკუთხ. (ქიზ.) ჩოჩქოლი
თქრიალიიგივეა, რაც ჩხრიალი
თხლაშა-თხლუშიტალახში წყალში ფეხების ცემის ხმა
თხლაშანიხმაბაძვ. გამეტებით სილის გარტყმის ხმა; „ლაწანი, ტკაცანი“
იბზუებსიგივეა, რაც იბზუვლებს
იბრახუნებს ბრახუნს დაიწყებს
იგრგვინებს გრგვინვის ხმას გამოსცემს
იგრიალებსგრიალის ხმას გამოსცემს
იგრუხუნებს გრუხუნის ხმას გამოსცემს
იგუზგუზებს გუზგუზით იხმაურებს, – იგიზგიზებს, იგუგუნებს
იზმუვლებსზმუილს მოჰყვება, ზმუილს დაიწყებს
იკივლებსკივილს დაიწყებს, კივილი აღმოხდება, ცივი ხმით იყვირებს, – დაიკივლებს, იწივლებს
იმქუხარებსმქუხარედ გაისმის, – იგრგვინებს
იმწვიტინებსწვიტინს მოჰყვება, წვიტინით შესძახებს, – იწივლებს
იჟღავჟღავებსჟღავჟღავს მოჰყვება, ჟღავჟღავით, ჟღავილით იხმაურებს ფრინველი
იჟღერებს ჟღერის ხმას გამოსცემს
იჟღივლებს ჟღივილს გააბამს
ისივლებსკუთხ. (იმერ.) სივილს ამოუშვებს, – იწივლებს, იკივლებს
ისმისყურთა სმენამდე აღწევს, გასაგონი ხდება, გასაგონია, – მოისმის, გაისმის
ისხრაპნებაკუთხ. (ფშ.) იძვრის, ზანზარებს
იტკაცუნებსტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისაზე
იფხაკურებს ფხაკურს მოჰყვება
იქვითინებს ქვითინით იტირებს
იქვითქვითებსქვითქვითს მოჰყვება, – იქვითინებს
იღავღავებს ღავღავს მოჰყვება, ღავღავს ასტეხს
იღიღინებს ღიღინს მოჰყვება, – ღიღინით, დაბალ ხმაზე (თავისთვის) იმღერებს
იღმუვლებს ღმუილის ხმას გამოსცემს
იღნავლებს ღნავილს მოჰყვება
იღრჭენსდაკრეჭს, გამოაჩენს კბილებს; აკრაჭუნებს კბილებს
იღრჭიალებსღრჭიალის ხმას გამოაცემინებს
იყაყანებს ყაყანს მოჰყვება, ყაყანით ილაპარაკებს
იშრიალებს შრიალით იმოძრავებს
იშხივლებსშხივილით გადმოვა, გადმოსკდება წყალი, სითხე, – იშხუვლებს
იჩურჩულებსჩურჩულს მოჰყვება, ჩურჩულით ილაპარაკებს
იძახისთავისებურ ხმას გამოსცემს ზოგიერთი ფრინველი
იწრიპინებს წრიპინს მოჰყვება
იჭექ-იქუხებს იჭექებს და იქუხებს
იჭექებსჭექის ხმას გამოსცემს, – იქუხებს
იხმატკბილებს ხმატკბილად იმღერებს, ტკბილად იგალობებს
იხმაურებს ხმაურს მოჰყვება
იხმოვანებსხმას გამოსცემს, – იჟღერებს
იხუვლებს ხუილს მოიღებს, ხუილით გადმოეშვება, გაექანება, გაემართება, – იგრიალებს ბევრი ერთად: ხალხი და სხვ.
კავკავი1. ძაღლის უღონო ხმიანობა, – წკავწკავი. 2. წეროს ძახილი
კაკანებაძვ. „მოტირალის ქვითინია“ (საბა)
კაკანი1. ქათმის ხმიანობა (კვერცხის დადებისას და მის შემდეგ). 2. კაკანის მსგავსი წვრილი ხმით სიმღერა
კაკუნი ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარ სხეულზე მაგარი, უფრო პატარა სხეულის ხშირი დაკვრა
კაპა-კუპი კბილების ერთმანეთზე ცემის ხმა, – კაპუნი
კაპუნიკბილების კბილებზე ცემისას გამოცემული ხმა
კარკალიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კაკანი
კარკაციკუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც კასკასი
კასკასისიცილი, ხმამაღალი და თან წვრილხმიანი, – კისკისი
კაწა-კუწიკბილებით მტვრევის ხმა თხილის ნაჭუჭისა
კაწკაწიხმაბაძვ. კბილების ერთმანეთზე რტყმა ხმის გამოცემით
კაჭრობაძვ. „გველის ყიყინი“ (საბა), გველის წივილი
კეთილხმიანი კარგი, საამო ხმის მქონე
კვატკვატიკუთხ. (იმერ. გურ.) იხვის ხმიანობა, – ყიყინი იხვისა
კვნესა წუხილის გამომხატველი გაბმული ხმა, რომელსაც გამოსცემს ადამიანი
კვნესა-გალობასევდიანი გალობა
კვნესა-გმინვა კვნესა და გმინვა
კვნესის დიდი ტკივილის ან რაიმე მძიმე განცდის დროს გამოსცემს წუხილის გამომხატველ გაბმულ ხმას
კვრინვაძვ. ვეფხთა, ფოცხვერთა, კატათა და მისთანათა კრუტუნი (საბა)
კივილიმაღალი ხმით ყვირილი
კივისწვრილი მაღალი ხმით გაბმით გასძახის, მაღალ ხმას ამოუტევებს გაბმით ადამიანი || წვრილ, უსიამოვნო ხმას გამოსცემს ფრინველი
კიოსანივინც ან რაც კივის, – მკივანა
კიჟინი მრავალთ შეძახილი, მრავალი ადამიანის ყვირილი, – ყიჟინა
კირკილიკუთხ. (იმერ.) წყაროს წყლის რიკრიკი
კისკისი მაღალი, წვრილი ხმით გულიანი სიცილი
კმინვალომის ნელი ხმიანობა, ნელი კვნესა
კნატა-კნუტიკნატუნი, კნაწა-კნუწი
კნატუნიმაგარი, ხმელი ან ნაჭუჭიანი რისამე კვნეტის ხმა, – ხრამუნი, კნაწუნი
კნაწა-კნუწიიგივეა, რაც კნატა-კნუტი
კნაწუნიიგივეა, რაც კნატუნი
კნუსკნუსებსკუთხ. (ფშ.) კრუსუნებს
კოკინიძვ. ვირის ყროყინი (საბა)
კრატუნიმაგარი, ხმელი ან ნაჭუჭიანი რისამე კვნეტის ხმა
კრაჭა-კრუჭი ხმაბაძვ. ჭრაჭა-ჭრუჭი, ჭრაჭუნი, ჭრიალი (ფეხსაცმლისა, იატაკისა და მისთ.)
კრაჭუნიკბილების ერთმანეთზე დაჭერა-გასმით ერთგვარი უსიამოვნო ხმის გამოცემა
კრიალარაც კრიალებს – რაკრაკა, წკრიალა
კრიალი 1. კუთხ. (კახ.) კრუხის ხმიანობა. 2. კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ყიყინი. 3. ხის სასმისის, „კულის ხმა“ (საბა)
კრიახიდამფრთხალი ქათმის და ზოგიერთი სხვა ფრინველის ხმიანობა, – ჭრიახი
კრიმანჭულიგურულ მაყრულ, საგმირო, ისტორიულ სიმღერებში – თავისებურად მიმოქცეული მაღალი ხმა
კრინავსკვნესის, გმინავს, ხმას ძლივს იღებს
კრინისიმღერებში – ერთ-ერთი წვრილი ხმა
კრინტვაძილში კრუტუნი კატისა…
კრინტიმცირე ხმა, – ჩქამი ჩვეულებრივ უარყოფით წინადადებაში
კრიჭინიიგივეა, რაც ჭრიჭინი, ჭრიალი
კრიხინიიგივეა, რაც კრიახი
კრუსუნებსსუსტად, უღონოდ კვნესის
კრუსუნისუსტი, უღონო კვნესა
კრუტუნი ნებიერი ხმიანობა კატისა
კრუშ-კრუში კრუხის ხმიანობა, – კრუხუნი.
კრუხუნიკრუხის ხმიანობა, – კრუშ-კრუში
კრჭიალიღრჭიალი, ღრჭენა, კრაჭუნი კბილებისა
კუთ-კუთიფრინველთა დაბალი და გაბმული ხმიანობა
კუთავსნელა კვნესის, – კრუსუნებს
კუთილიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კუთვა
კუკუ„გუგულის ხმიანობა“, – გუგუ
კუნკულიკუთხ. (გურ.) „ნელი კვნესა და წუხილი ძილში“
კურკური1. ჩუმი ლაპარაკი, – ჩურჩული. 2. ტკბილად, ალერსით ხმადაბლა ლაპარაკი მოარშიყეთა. 3. იგივეა, რაც რაკრაკი. 4. ხმაბაძვ. ქათმის ხმიანობა, როცა წიწილებს უხმობს.
კუტკუტიხმაბაძვ. ზოგი ფრინველის ხმიანობა
კუჭკუჭიდაბალხმიანი, გულიანი სიცილი ქალისა, ბავშვისა
კუხუნიქუხილის მსგავსი ხმა ზღვის ღელვისა
ლაგლაგიკუთხ. (იმერ.) უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა
ლაკლუკიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ლუკლუკი
ლაპარაკი რაიმე ამბის გადაცემა, – საუბარი, ბაასი, მასლაათი.
ლაფასიკუთხ. (კახ.) ქოშინი
ლაქლაქიუთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა
ლაღლილიიგივეა, რაც ლაყლაყი
ლაყლაყი ხმა, რომელსაც გამოსცემს შენჯღრევისგან ლაყე კვერცხი ან სითხე ნაკლულ ჭურჭელში
ლაწ! ხმაბაძვ. ლაწუნის ლაწანის, გალაწუნების ხმა
ლაწა-ლუწიხშირი ჯახების ხმა
ლაწანისაერთოდ, რისამე გარტყმის, დაჯახების ხმა, – ჯახუნი
ლაწი-ლუწიიგივეა, რაც ლაწა-ლუწი
ლიგლიგიკუთხ. (იმერ.) ხმამაღალი უაზრო ლაპარაკი
ლიკლიკავინც რაც ლიკლიკებს, – მოლიკლიკე
ლიკლიკებს1. ხმაბაძვ. ლიკლიკით დის მდინარე, ნაკადული, – რაკრაკებს. 2. ლიკლიკით ლაპარაკობს, – ტიტინებს
ლიკლიკი1. ხმაბაძვ. პატარა და სწრაფი მდინარის ან ნაკადულის მიერ გამოცემული ხმა, – რაკრაკი. 2. ბავშვის ლაპარაკი, – ტიტინი
ლიწინ-ლიწინიიგივეა, რაც ლაწა-ლუწი
ლიწლიწიწვრილი ხმების გამოცემა, – ჭრიჭინი
ლოყინივირისა და კამეჩის ხმიანობა
ლუკლუკიიგივეა, რაც ლიკლიკი
ლუღლუღი არამკაფიო, გაურკვეველი ლაპარაკი
მასლაათი თავის შესაქცევი, გულის გადასაყოლებელი საუბარი, – მუსაიფი, ბაასი
მბღავანიკუთხ. (ფშ.) რაც ბღავის – ხარი, ფური, ცხვარი
მგრგვინავირაც გრგვინავს, – მქუხარე
მიაბაკუნებს ბაკუნით მიდის
მიაბრახუნებს ბრახუნით მიიხურავს (კარსა და მისთ.)
მიაკაკუნებს აქედან დააკაკუნებს, – მიარაკუნებს
მიაჯახუნებსჯახუნით მიხურავს, მიახეთქებს (კარს, ფანჯარას…)
მიიჯახუნებსჯახუნით მიიხურავს კარს
მიუკაკუნებსმიაკაკუნებს მისას
მიუჩხაკუნებსჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს
მიუჯახუნებსჯახუნით მიუხურავს (კარს), – მიუხეთქებს
მიქუხსქუხილით, ხმაურით მიდის, მიედინება
მიქშუისქშუილით მიდის, მიიმართება; ქშუილით მიქრის
მიჯახუნებაჯახუნით მიხურვა, მიხეთქება
მკრინავივინც ან რაც კრინავს, წვრილ ხმას გამოსცემს
მო[ს]თქვამსხმამაღლა ტირილით გლოვობს, – გოდებს
მოაბაკუნებს ბაკუნით მოდის
მოაჩხარუნებსმოდის და აჩხარუნებს
მოაჯახუნებს ჯახუნით მოხურავს, მოახეთქებს (კარს, ფანჯარას…)
მოგუგუნერაც გუგუნებს; რასაც გუგუნი გააქვს
მოდუდუნევინც ან რაც დუდუნებს
მოდუდუნებსდუდუნით მოდის, მოედინება
მოზიმზიმერაც ზიმზიმებს; მოგუგუნე, მოზრიალე
მოზუზუნე რაც (ვინც) ზუზუნებს
მოზუისზუილით მოდის, მოქრის
მოისმისიქიდან ისმის, ყურთასმენამდე აღწევს; გაისმის
მოკაკუნება იქიდან დაკაკუნება
მომტირალიტირილის მაგვარი, ტირილის მსგავსი
მოჟრიალერაც ჟრიალებს, რაც ჟრიალით ხმაურობს
მოტიკტიკევინც ან რაც ტიკტიკებს, – მოტიტინე
მოქუხარი რაც (ან ვინც) ქუხს
მოქუხსქუხილით, ხმაურით მოდის, მოედინება
მოქშუისქშუილით მოდის, მოემართება; ქშულით მოქრის
მოღიღინე ვინც ღიღინებს, ღიღინით სიმღერის მთქმელი
მოღრიტინებსღრიტინით მოდის
მოყაყანევინც ყაყანებს, ყაყანით მოლაპარაკე
მოჩანჩქარეჩანჩქარით მდინარე
მოჩახჩახემოჩხრიალე, მოჩუხჩუხე
მოჩურჩულებს ჩურჩულით მოდის
მოჩქრიალებსჩქრიალით მოდის, მოედინება, – მოჩხრიალებს
მოჩხრიალერაც ჩხრიალებს, ჩხრიალით მომდინარე
მოჩხრიალებსჩხრიალით მოდის
მოჯახუნება ჯახუნით მოხურვა, მოხეთქება
მუსაიფი მშვიდი გაბმული ლაპარაკი, – ბაასი
მფშვინავი ვინც ან რაც ფშვინავს
მფშვინვარე იგივეა, რაც მფშვინავი
მქუხარი რაც ქუხს, − მჭექარე, მგრგვინავი
მღერა მუსიკალური ნაწარმოების შესრულება (ადამიანის) ხმით
მღერა-გალობა მღერა და გალობა
მღერა-თამაშიმღერა და თამაში
მღერა-ჭიკჭიკი მღერა და ჭიკჭიკი
მყვირალახმამაღალი, მკვეთრი, გამკივანი ხმა
მყვირალივინც ან რაც ყვირის
მყივანაყივილს ჩვეული, ყივილის გამომცემი
მყივანირაც ყივილს მოგვაგონებს
მყივარიიგივეა, რაც მყივანი
მჩხავანავისაც ან რასაც ჩხავილი სჩვევია, ვინც ან რაც ხშირად ჩხავის
მჭექავიიგივეა, რაც მჭექარე
მჭექარებსჭექის ხმას გამოსცემს, მჭექარედ ხმაურობს
მჭეხარიიგივეა, რაც მჭექარე
მჭყვირალავინც ან რაც ჭყვირის ხოლმე, ვისაც ან რასაც ჭყვირილი სჩვევია
ნაირხმიანი სხვადასხვა ხმების, ბგერების შემცველი
ნაქუხარიიგივეა, რაც ნაქუხი
ნახევარხმადდაბალი ხმით, ჩუმად, ხმადაბლა
ნახმევირაიმე ხმის ანარეკლი, გამოძახილი, – ექო
ნუღნუღებსიგივეა, რაც დუდღუნებს
ორხმიანი მუს. ორი ხმით შესასრულებელი (სიმღერა)
ოხვრა-გმინვა ოხვრა და გმინვა
პარტყა-პურტყი ცემა-ტყეპის, დარტყმის ხმა, – ხშირი პარტყუნი, ტყაპა-ტყუპი
პიპინიზურნის, დუდუკის და მისთ ხმა
პლაკუნიპაპიროსის, თამბაქოს მოწევისას ბაგეების მიერ გამოცემული ხმა
პრაკა-პრუკიმყარ ზედაპირზე მაგარი რაიმეს ფეხსაცმლის, ჩლიქებისა და მისთ. ცემის ხმა.
პრაკუნისულელური, უთავბოლო ლაპარაკი
პუტუნიკუთხ. (გურ., იმერ.) ჩურჩული, ბუტბუტი
ჟაპა-ჟუპიმათრახის, შოლტის, სახრის ცემის ხმა
ჟივილ-კივილი ჟივილი და კივილი
ჟივილ-ხივილი ჟივილი და ხივილი, – ჟრიამული
ჟივილი1. ხმაბაძვ. ჩიტების გუნდის ხმიანობა, – ჟივჟივი, ჭიკჭიკი. 2. ბევრი ბავშვის, ადამიანის ხმაურობა, ყვირილი, – ჟრიამული
ჟივისხმაბაძვ. ჟივილის ხმას გამოსცემენ
ჟივჟავიხმაბაძვ. იგივეა, რაც ჟივჟივი
ჟივჟივიხმაბაძვ. ფრინველთა განუწყვეტელი ხმიანობა, – გაბმული ჟივილი
ჟიჟინიხმაურობა; ძახილი, ყვირილი
ჟრიალი1. ხმაბაძვ. ჩიტების გუნდის ხმიანობა, – ჟივჟივი, ჭიკჭიკი. 2. იგივეა, რაც ჟღარუნი
ჟრიამული ფრინველთა ან ადამიანთა ხმაური უპირატესად მხიარული, – ჟივილი, ჟივილ-ხივილი
ჟრიკჟრიკიხმაბაძვ. ფრინველის გალობის ხმა, – ჟრუანტელი, ჭიკჭიკი
ჟღავი-ჟღუვიუწესრიგო ხმაური, ყაყანი, ჟღავილი ბევრისა
ჟღავისჟღავილი გააქვს, – ჩხავის, ყვირის
ჟღავჟღავიიგივეა, რაც ჟღავი-ჟღუვი
ჟღარა-ჟღურიხმაბაძვ. ჟღარუნი. ჟღრიალი ბევრი საგნისა
ჟღარუნიხმაბაძვ. ლითონის საგნების ერთმანეთზე მირტყმის ხმა, – ჟღრიალი
ჟღერება რაც სასიამოვნოდ ჟღერს ჟღერის თვისების მქონე
ჟღერსჟღერის ხმას, კეთილად მოსასმენ ბგერებს გამოსცემს, საამურად ხმიანობს (უპირატესად საკრავი)
ჟღივილ-ყაყანიჟღივილი და ყაყანი
ჟღივილიიგივეა, რაც ჟივილი
ჟღრიალ-წკრიალი ხმაბაძვ. ჟღარუნი, ჟღრიალი ბევრი საგნისა
ჟღრიალებს ჟღრიალი გააქვს, – ჟღარუნებს
ჟღრიალიხმაბაძვ. იგივეა, რაც ჟღარუნი
ჟღურტულებსჟღურტულის ხმას გამოსცემს, – ჟივჟივებს, ჭიკჭიკებს
ჟღურტული1. ხმაბაძვ. ფრინველთა გალობა, – ჭიკჭიკი. 2. გადატ. ტიტინი, ტიკტიკი (ბავშვისა)
რაკა-რუკიხმაბაძვ. ხშირად გამეორებული რაკუნის ხმა
რაკი-რუკიიგივეა, რაც რაკა-რუკი
რაკრაკებსსაამოდ, ტკბილად გალობს ფრინველი
რაკრაკი1. ხმაბაძვ. წყაროს, ნაკადულის ხმაური. 2. მგალობელ ფრინველთა ჭიკჭიკი, სიმღერა
რაკუნინაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარი საგნის ასეთივე საგანზე ხშირი ცემა, – კაკუნი
რაჟღა-რუჟღიიხ. ჟღარა-ჟღური
რაწკი-რუწკიიხ. წკარა-წკური
რახ!ხმაბაძვ. მაგარ რამეზე მაგარი და მძიმე სხეულის ძლიერი დაცემის ან მიჯახების ხმა
რახა-რუხიმაგარი სხეულების ვარდნის, ცემის, ერთმანეთზე მიხლის ხმა
რახვანიიგივეა, რაც ბრაგვანი
რახრახიუსწორ-მასწორო ზედაპირზე მძიმე სხეულის (ქვის, ეტლის, მანქანის…) მოძრაობით გამოცემული ხმა
რახუნი მაგარ სხეულზე მაგარი სხეულის ცემის ხმა, – ბრახუნი
რეკს (ზარს და მისთ.) რისამე ცემით ხმას აღებინებს
რეხვამაგარი რისამე დარტყმა, თხლეშა
რეჯგვამძიმე სხეულის დაცემა, მიხეთქება, მიხლა
რიკინიერთგვარი ხმიანობა, ხმაური, – რაკუნი
რიკრიკარაც რიკრიკებს, რასაც რიკრიკი გააქვს, – რაკრაკა
რიკრიკი1. მგალობელ ფრინველთა ჭიკჭიკი, – რაკრაკი. 2. წყლის, ნაკადულის… ხმაური
რიწკინიკუთხ. (იმერ.) იხ. წკარუნი
რიხინ-რიხინი გაბმული რიხინი
რიხინი იგივეა, რაც რახრახი
როყროყიუხეში, უშნო, დიდი ხმით ლაპარაკი
როხროხი უშნო, ბოხი ხმით ხმამაღლა ლაპარაკი, ხმაური
რუზრუზიხმაური, ჩოჩქოლი, აურზაური
რუხრუხირახრახი, გრიალი, გრგვინვა
საუბარი გაბმული, მშვიდი ლაპარაკი ვინმესთან, – ბაასი
სთხლეშს რაიმეს მაგრად დაარტყამს
სივილიძლიერ მაღალი, წვრილი ხმის გამოცემა, – წივილი, სისინი
სიმღერა ლექსთან შეწყობილი მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებს მომღერალი ან მომღერალთა გუნდი
სისინ-ზუზუნი სისინი და ზუზუნი
სისინიხმაბაძვ. გველის, ბატის მიერ გამოცემული ხმა, – სივილი
სიტყვატკბილი ტკბილად მოსაუბრე, – ენატკბილი
სიცილი სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების… გამოხატვა სპეციფიკური წყვეტილი ხმებით
სლაპა-სლუპისვლეპით ჭამის ხმა
სლუკ-სლუკიზედიზედ განმეორებული სლუკუნი
სლუკუნი გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ბგერების გამოცემით
სრუტუნი ცხვირით ჰაერის შესუნთქვა ხმის გამოცემით
სტვენა 1. მკვეთრი და მაღალი ხმა, რომელსაც გამოსცემენ ერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებიდან ჰაერის ამოსუნთქვით ან რაიმე საგანგებო ხელსაწყოთი სასტვენით. 2. ქარის ან რაიმე საგნის სწრაფი მოძრაობით გაპობილი ჰაერის ხმა. 3. ზოგიერთი ფრინველის (მაგ., ბულბულის, შაშვის…) ხმ
სტვენსერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებით ან საგანგებო ხელსაწყოთი – სასტვენით მაღალ, მკვეთრ ხმას გამოსცემს
სხივილიიგივეა, რაც შხივილი
ტაკა-ტუკირისამე პერიოდული ცემის ან მექანიზმის – საათის, მანქანის მუშაობის ხმა, – რიტმული კაკუნი
ტახუნირისამე დარტყმის ხმა, – რაკუნი, ჭახუნი
ტიკტიკი ბავშვის საამო ლაპარაკი, – ტიტინი
ტიტინი ახლად ენაამოდგმული ბავშვის ლაპარაკი, – ტიკტიკი
ტიხტიხიხმაბაძვ. ზოგი ფრინველის (ღალღის) დამახასიათებელი ძახილი
ტკაცა-ტკუციზედიზედ, ზედმიყოლებით გამეორებული ტკაცანი
ტკაცანირისამე შეშის წვით, მტვრევით ან ხელის, შოლტის მოქნევით, შემორტყმით გამოწვეული მკვეთრი ხმა, – ლაწანი
ტკაცი-ტკუციიგივეა, რაც ტკაცა-ტკუცი.
ტკაცუნიზედიზედ, გაბმით გამეორებული ტკაცანი, – ტკაცა-ტკუცი
ტკაცუნობსტკაცუნი გააქვს, ტკაცუნის ხმას გამოსცემს
ტკბილხმიანი ტკბილი, სასიამოვნო ხმის მქონე, – ხმადამტკბარი
ტლაშა-ტლუშიიგივეა, რაც ტყლაშა-ტყლუში
ტლაშანიიგივეა, რაც ტყლაშანი
ტლაშუნიიგივეა, რაც ტყლაშუნი
ტრუხუნიღორის ერთგვარი ხმიანობა
ტყაპა-ტყუპიზედიზედ დარტყმის ან დაცემის ხმა, ხშირი ტყაპუნი
ტყაპანირისამე ბრტყლად, მძიმედ დაცემის ხმა
ტყაპუნებსტყაპუნის ხმას გამოსცემს
ტყაპუნიმაგარ რამეზე რისამე დარტყმის, ცემის ხმა
ტყვრებაკუთხ. (ფშ.) სკდომის ხმას გამოსცემს, – გრიალებს, ჭექს, ქუხს
ტყლაშა-ტყლუშიხშირი ტყლაშუნი
ტყლაშანირისამე მოქნევით დარტყმის ან დაცემის ხმა, – ტყლაშუნი
ტყლაშუნირისამე (სახრის, შოლტის) ქნევის ან გარტყმის ხმა
უბაკუნებს ფეხებს უბაკუნებს – ფეხების ბაკუნით უჯავრდება
უბრაგუნებსაბრაგუნებს მისაზე, მასზე
უბრახუნებსაბრახუნებს მისაზე ან მასზე, – ურტყამს და ბრახუნის ხმას გამოაცემინებს
უკაკუნებს აკაკუნებს მისას, მისაზე, – ურაკუნებს
უკრავსმუსიკალურ ინსტრუმენტს ხმას, ბგერებს გამოაცემინებს
უპუანარეკლი ხმა, – გამოძახილი, ექო
უსტვენსიგივეა, რაც სტვენს
უჩაკუნებსუკაკუნებს, ურაკუნებს
უჩურჩულებს ჩურჩულით ეუბნება, ჩურჩულით ელაპარაკება
უხმაურორაც ხმაურს არ იწვევს, რასაც ხმაური არ ახლავს, – ჩუმი
ფათქა-ფუთქიკუთხ. (იმერ.) ბათქა-ბუთქი
ფალცეტიგანსაკუთრებული ტემბრის მაღალი, რბილი და მსუბუქი ხმა
ფანც-ფუნციკუთხ. (ფშ.) რბილი რაიმეს ამოძრავებისას გამოცემული ერთგვარი ყრუ ხმაური, ფაჩი-ფუჩი, ჩამიჩუმი
ფაყა-ფუყიცარიელ ღრუ რამეზე ცემის ხმა, ფახაფუხი, ფახფახი
ფაჩა-ფუჩირბილ ან შრიალა საგნებზე სიარულისას გამოცემული ხმა
ფაჩი-ფუჩიიგივეა, რაც ფაჩა-ფუჩი
ფაჩუნიოდნავ გასაგონი ხმა ჩუმი, ნელი სიარულისა, მოძრაობისა
ფაჩხი-ფუჩხიკუთხ. (ფშ.) ფხაჭა-ფხუჭი
ფახა-ფუხიღრუ და ხმელ საგანზე რტყმით გამოცემული ხმა
ფახვანიხმელი რისამე ფუყედ დაცემის ხმა
ფახფახითხელკედლიან ღრუ და თხელ რამეზე ცემით გამოცემული ყრუ ხმა
ფითქინ-ფითქინიკუთხ. (იმერ.) იხ. ბათქა-ბუთქი
ფიფინებსკუთხ. (ქართლ.) შრიალებს
ფიფინი1. კუთხ. (ქართლ.) ჟღურტული. 2. შრიალი
ფიშფიშიფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმაური
ფლასტუნიფეხების, ფეხსაცმლის თრევით სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმაური
ფლასუნიიგივეა, რაც ფლასტუნი
ფლატუნიკუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც ფლასტუნი
ფლახუნიფეხზე დიდი ფეხსაცმლით სიარულისას გამოცემული ხმაური
ფრუსტუნიიგივეა, რაც ფრუტუნი
ფრუტუნი1. ცხოველის ნესტოებიდან კუმშად და ერთბაშად გამოსული ჰაერი. 2. საუბ. გადატ. ნამალევი, თავშეკავებული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, წაცდენილი სიცილი
ფურჩულიიგივეა, რაც ჩურჩული
ფუსფუსიძვ. «ჩურჩული, კურკური»
ფუჩუნიიგივეა, რაც ჩურჩული
ფუხფუხიფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმა
ფშვენსიგივეა, რაც ფშვინავს
ფშვინავსსუნთქვისას ნელ ხმას გამოსცემს
ფშვინვასუნთქვისას ნელი ხმის გამოცემა
ფშნატა-ფშნუტიკუთხ. (ფშ.) ხმელის ფიჩხის, ფოთლის და მისთ. მტვრევის ხმა, ლაწა-ლუწი
ფშრუკუნიგულამოსკვნით, გულამოჯდომით ტირილი
ფშუილიხარის, კამეჩის მიერ ცხვირის ნესტოებიდან დრო და დრო ჰაერის ნაკადის გამოშვებისას გამოცემული ერთგვარი ხმა, ძლიერი ფშვინვა
ფშუისფშუილის ხმას გამოსცემს
ფშუტუნიიგივეა, რაც ქშუტუნი
ფხაკა-ფხუკიიგივეა, რაც ფხაჭა-ფხუჭი
ფხაკანიიგივეა, რაც ფხაჭანი
ფხაკუნიკატის ან ძაღლის ფეხით ფხეკის ხმა, მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე სმის ხმა, ფხაჭუნი
ფხაკურიიგივეა, რაც ფხაკუნი
ფხატუნიიგივეა, რაც ფხაკუნი
ფხაჭა-ფხუჭიმრავალგზის ფხაჭანი, ფხაჭუნი
ფხაჭანი1. მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე ერთგზის გასმით გამოცემული ხმა. 2. ერთბაშად, მოსხლეტით გაქცევისას გამოცემული ხმა
ფხაჭუნიმაგარ რამეზე წვეტიანი რისამე სმით გამოცემული უსიამოვნო ხმა, ფხაკუნი
ფხიკინ-ფხიკინიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ფხაკა-ფხუკი
ფხლაკაკუთხ. (ფშ.) გახტომა, გავარდნა და ამით გამოცემული ხმა
ფხრაწა-ფხრუწიზედიზედ, ხშირი ფხრეწის, ხევის ხმა
ფხრიწინიკუთხ. (იმერ. რაჭ.) ფხრეწის ხმა
ფხუილიშეშინებული კატის ხმიანობა, ფხუკუნი
ფხუისფხუილი გააქვს, გაუდის, ფხუკუნებს
ფხუკუნიშეშინებული კატის, კურდღლის, მაჩვის და მისთ. ხმიანობა, ფხუილი
ფხუტუნიკუთხ. (გურ.) პირის გაბერვით ხმიანობა
ქოთიღრიანცელი, შფოთი, ფორიაქი
ქოთობსკუთხ. (ფშ., ხევს.) ხმაურობს
ქოთქოთებსქოთქოთი გააქვს, შფოთავს, ჩოჩქოლებს, ხმაურობს
ქოთქოთიგაურკვეველი ხმაური და მოძრაობა, ჩოჩქოლი, წრიალი, ალიაქოთი; ღრიანცელი, აურზაური
ქურქულიკუთხ. (გურ.) ნაძალადევი კვნესა ავადმყოფისებურად, კრუსუნი
ქუხს ქუხილის ხმას გამოსცემს, ქუხილის ხმა ისმის – ჭექს, გრგვინავს
ქშუილიერთგვარი ყრუ, გაბმული ხმა ჰაერის მოძრაობისა
ქშუისქშუილის ხმას გამოსცემს
ქშუტუნინაწყვეტ-ნაწყვეტი ქშენა
ღადღადიკუთხ. (გურ., იმერ.) ბევრი და ხმამაღალი ლაპარაკი, ხმიანობა
ღავღავებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყეფს (ძაღლი)
ღავღავი ერთგვარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყეფა (ძაღლისა)
ღავღუვიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ღავღავი
ღანჭალიკუთხ. (იმერ.) რყევა, ნძრევა და თან ჭრიალი
ღარღალიკუთხ. (იმერ.) ხმამაღლა ლაპარაკი
ღარღილიკუთხ. (გურ.) ლაპარაკის ხმა
ღაღანიკუთხ. (ქართლ., გურ., იმერ.) დედლის თავისებური ხმიანობა კვერცხის მოწყების ან დადების წინ
ღაჭა-ღუჭიუგვანო ღეჭვის დროს ხმის გამოცემა
ღაჭუნიჭამის დროს ხმის გამოცემა
ღივისკუთხ. (ზ.-იმერ.) ღნავის
ღივღავიკუთხ. (ქართლ.) ღივღივი
ღივღივიმრავალხმიანი, ყურთასმენის წამღები ხმაურობა, ჟღივჟღივი, ზრიალი
ღიჟღიჟიჟრიამული, ჟივილ-ხივილი
ღირღილაკუთხ. (იმერ.) პატარა მორაკრაკე, ხმაურა რუ
ღირღიტებსღირღიტას ხმას გამოსცემს, ჭრიალებს, ღრიჭინებს
ღიღინებსდაბალი, საამო ხმით მღერის
ღიღინი დაბალი, საამო ხმით მღერა
ღლაჭუნიკუთხ. (ქართლ.) ღაჭუნი
ღლოფინიკუთხ. (გურ.) ხმამაღლა, უსიამოვნო ხმით, გაჯავრებით ლაპარაკი
ღმუილიგაბმული ხმიანობა მგლისა, ვეფხვისა და მისთ.
ღორღალიკუთხ. (ქართლ.) გაურკვეველი ხმაურობა, ღრიანცელი, ჩოჩქოლი
ღრაჭა-ღრუჭიძლიერი ღრაჭუნი
ღრაჭუნირაიმე მაგარის ერთმანეთზე დაჭერითა და გასმით გამოწვეული ხმა
ღრენაგაჯავრებული მხეცის, ძაღლის… შემტევი, მუქარით, წყრომით ხმიანობა
ღრიალ-გრიალიღრიალი და გრიალი
ღრიალა ვისაც ან რასაც ღრიალი სჩვევია
ღრიალებს ღრიალის ხმას უშვებს
ღრიალი1. დიდი ხმით ყვირილი ადამიანებისა. 2. ნადირის, ზოგი შინაური ცხოველის გაბმული, ხმამაღალი ხმიანობა
ღრიანცელიერთად შეკრებილი მრავალი ადამიანის ერთდროული ლაპარაკი, ყაყანი, დიდი ხმაურობა, აურზაური
ღრინიღრენის ხმა; ხმის გაღება
ღრიჭინიმშრალ ღერძზე თვლის ტრიალის დროს გამოცემული ხმიანობა, – ჭრიალი, ღრიტინი. || გაბმულად უსიამოვნო ხმის გამოცემა, – ჭრიალი
ღროჭინიჩვილი ბავშვის ერთგვარი ხმიანობა, ჭყლოპინი
ღრჭენაკბილების (კბილთა) ღრჭენა – კბილების ერთმანეთზე გასმით უსიამოვნო ხმის გამოცემა
ღრჭიალილითონის ნაწილების ერთმანეთზე ხახუნით გამოცემული უსიამოვნო ხმა, – ღრჭენა, ღრიჭინი
ღურღურიცეცხლის ნელი წვის ხმა. || მორევის ხმაურობა
ღუღუნიზოგი ფრინველის (მტრედის, გვრიტის, ქედნის…) ხმა
ყარყაში„განგაში, ხმაურობა“ (დ. ჩუბინ.)
ყაყანებს ყაყანით ლაპარაკობს
ყაყანი ხმამაღლა, არეულად, ერთად ლაპარაკი (ბევრისა)
ყაშყაშიარწივის, ორბის და მისთ ხმაური, ყივილი
ყვა-ყვახმაბაძვ. ყვავის ხმა, ყრანტალი
ყვირილიხმამაღლა ძახილი ადამიანისა
ყვირისყვირილი გაუდის, ხმამაღლა იძახის, დიდ ხმას გამოსცემს ადამიანი
ყვიტხმაბაძვ. ზოგი ფრინვლის (სვავის, იხვის, ინდაურის…) ხმა
ყვიტ-ყვიტიზოგი ფრინველის (იხვის, სვავის…) ხმიანობა
ყიავ-ყიავიზოგი ფრინველის (მაგ., წეროს) ხმიანობა
ყივ-ყივიზოგი ფრინველის (არწივის, წეროს, იხვის…) ხმიანობა
ყივილიმამლისა და ზოგი სხვა ფრინვლის ხმიანობა
ყიპყიპიშავარდნისა და გავაზის ხმიანობა
ყიჟინიმრავალთა შეძახილი, მრავალი ადამიანის ყვირილი, კიჟინი
ყიყინიბატის, იხვის, ბაყაყის და მისთ. ხმიანობა
ყიყლიყოხმაბაძვ. მამლის ძახილი, ყივილი
ყლანტიწყალში კენჭის ჩაგდების ხმა
ყლაპანიწყალში ჩავარდნის ხმა
ყლარწა-ყლურწიიგივეა, რაც ყლაპა-ყლუპი
ყლურწუნიკუთხ. (ფშ., კახ., იმერ.) ჩაყლაპვის დროს ხმაური ყელში
ყმუილიმგლის, ძაღლისა და მისთანათა გაბმული ხმიანობა.
ყოყინი ყროყინი ზაქისა, კამეჩისა
ყრანტ ხმაბაძვ. ყვავისა და მისთ. ხმა
ყრანტალიყვავის, ყორნისა და მისთ. ხმიანობა
ყრიალიყვავ-ყორანთა, წეროთა და მისთ. ხმიანობა
ყრიგინი იგივეა, რაც ყრიალი
ყრიტინიწეროთა და მისთანათა ხმიანობა, – ყრიალი, ყრიგინი
ყრიყინიზოგი ფრინველის ხმიანობა
ყროყინივირისა და კამეჩის ხმიანობა
ყრუნტ-ყრუნტიყვავთა, წეროთა და მისთ. ხმიანობა
ყუყუნი1. მუცლის ხმაური, ბუყბუყი, ყურყური. 2. კუთხ. (ფშ.) ხმაური
შარი-შურიფოთლების, აბრეშუმის ქსოვილისა და მისთ რხევის ხმა – შრიალი
შე-ჰ-ყაყანებს ყაყანით მიმართავს
შეაბაკუნებს ბაკუნით შედგამს (ფეხს)
შეაზუზუნებს ზუზუნს დააწყებინებს
შეაჟღარუნებსჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს
შეაჟღრიალებსჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს
შეარაწკუნებსიგივეა, რაც შეაწკარუნებს
შეაღრჭიალებსღრჭიალს დააწყებინებს, დააღრჭიალებს კბილებს
შეაწკაპუნებსწკაპუნის ხმას გამოაცემინებს, წკაპუნს გააღებინებს
შეაწკარუნებს წკარუნის ხმას გამოაცემინებს
შეაჯახუნებსჯახუნით შეხურავს, შევა და კარს ჯახუნით დახურავს
შებაკუნდება ბაკი-ბუკით, ბაკუნით შევა
შებაკუნება ბაკი-ბუკით, ბაკუნით შესვლა
შებრახუნდება ბრახუნით შევა
შებრახუნება ბრახუნით შესვლა
შეზრიალდებაზრიალს დაიწყებს, შეზანზარდება
შეზუზუნება ზუზუნის ხმის გამოცემა
შეზუზუნებსზუზუნით შედის, ზუზუნით იჭრება რამეში
შეიბრახუნებს შევა და ბრახუნით მიიხურავს (კარს)
შეიშრიალებსშრიალს დაიწყებს, შრიალით შეირხევა, გაიშრიალებს
შეიწკრიალებსწკრიალის ხმას გამოსცემს, წკრიალით გაიხმაურებს, გაიწკრიალებს
შეიჭახჭახებსჭახჭახით შეიხმაურებს
შეიხმატკბილებს შეუხმატკბილებს, შეუწყობს თავისას (ხმას, ჰანგს…)
შეიჯახუნებსჯახუნით შეიხურავს კარს
შემობაკუნდება ბაკი-ბუკით, ბაკუნით შემოვა
შემობრახუნდება ბრახუნით შემოვა
შემობრახუნება ბრახუნით შემოსვლა
შემოგრიალდებახმაურით, გრიალით შემოვა, შემოვარდება
შემოესმისესმის ამას, მოესმის
შემოზუზუნებს ზუზუნით შემოდის
შემოიზუზუნებსზუზუნით შემოიჭრება, ზუზუნით შემოჰბერავს
შემოღიღინებს ღიღინით იძახის, – ღიღინებს
შემოჰკრავსზარს შემოჰკრავს, − ზარს დარეკავს
შემღერა სიმღერის წამოწყება
შეჟიჟინებსჟიჟინით ელაპარაკება, ემასლაათება; შეჟღურტულებს
შესჭეხსძლიერი ხმით შესძახებს, შეჰყვირებს
შეტყაპუნდებაკუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შევა წყალში
შეტყაპუნებაკუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შესვლა წყალში
შეუბოხდებარამდენადმე ბოხი გაუხდება ხმა, ცოტათი გაუბოხდება
შეუღრიალებს ღრიალით შესძახებს, − დაუღრიალებს
შეღიღინება ღიღინით წამღერება, წაღიღინება
შეღიღინებს ღიღინით მიმართავს, – შემღერს
შეღრიალება ღრიალთ შეყვირება, ღრიალით შეძახება
შეყაყანება ყაყანით მიმართვა
შეჯახუნებაჯახუნით შეხურვა კარისა
შეჰყიჟინებსყიჟინით შესძახის, შეუყიჟინებს, უყიჟინებს
შვლეპსრამე გრძელსა და წვრილს სწრაფად დაჰკრავს ისე, რომ ხმა გამოსცეს
შვლეჭსკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც შვლეპს
შვრინავსხმაურით სუნთქავს, ფშვინავს
შივილიერთგვარი შხივილის მაგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ნედლი შეშა წვისას, გაბერილი ტიკი დაფუკვისას
შიშინი1. ადუღებამდე მოსული წყლის (ან იმ ჭურჭლის, რომელშიაც წყალია) ხმა. 2. იგივეა, რაც შიშხინი, 3. იგივეა, რაც სისინი)
შიშხინიერთგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ხორცი (მწვადი…) შეწვისას, ან ფაფისნაირი რამე (ფაფა, ფლავი…) გაცხელებისას
შლაგუნიშამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში გლეჯით, მტვრევით სწრაფი სიარული
შლაპუნიმოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა
შლარტუნიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც შლაგუნი
შლიგინიკუთხ. (იმერ.) რამეში სწრაფად სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმა
შლიპინ-შლიპინიკუთხ. (გურ.) შლიპინი და შლიპინი, – შლაპაშლუპი
შლიპინიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც შლაპუნი
შმაშუნიკუთხ. (იმერ.) ნელი ძვრა, ჩუჩუნი
შმიკშმიკიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც სლუკსლუკი
შრაშუნარასაც შრაშუნი გააქვს
შრაშუნიხმელი რამის ერთმანეთზე ხახუნით გამოწვეული შრიალის ხმა, შარიშური
შრიალ-შრიალიზედიზედ განმეორებული შრიალი
შრიალარაც შრიალებს, მოშრიალე
შრიალითხელი, სიფრიფანა საგნების ერთმანეთზე ნელი, ხანგრძლივი ხახუნის ხმა
შრიტინიკუთხ. (ქართლ.) იგივეა, რაც შიშინი
შუილ-ზუზუნი შუილი და ზუზუნი
შუილ-ტკაცუნიშუილი და ტკაცუნი
შუილ-ქუხილი შუილი და ქუხილი
შუილი1. მდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის…) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა. 2. თავში, ყურებში გამდგარი ერთგვარი ხმაური
შუშხუნი1. სითხიდან გაზების გამოყოფისას გამოცემული ხმიანობა. 2. იგივეა, რაც შიშხინი
შხაპა-შხუპიწვიმის ხშირი და მსხვილ-მსხვილი წვეთების სხმისა და ცემის ხმა, შხაპუნი
შხაპანიკუთხ. (ფშ.) რბილ რამეში დანის, ხანჯლისა და მისთ. ჩაცემის ხმა
შხაპუნიწვიმის ან წყლის ხშირი, მსხვილი წვეთების სხმის ხმა
შხივილისწრაფად მოქნეული ან გატყორცნილი საგნის მიერ ჰაერის გაპობის ხმა; სწრაფი დინების ხმა
შხივისშხივილი გააქვს, შხუის
შხიპ-შხიპიკუთხ. (ქიზ.) ცხიმეულის დნობისას გამოცემული ხმა, შიშხინი
შხიპშხიპებსკუთხ. (ქიზ.) შხიპ-შხიპი გააქვს, შიშხინებს
შხმუილიიგივეა, რაც შხუილი
შხრიალიწყლის ჩქარი დინების ხმა, წყლის ხმაური
შხუილ-ჩქრიალი შხუილი და ჩქრიალი
შხუილიმდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა
შხუისწყლის მძლავრი ნაკადის მიერ ან ჰაერში საგნის სწრაფი მოძრაობისას გამოცემული ხმა
ჩაარაკრაკებსრაკრაკით, საამოდ იმღერებს
ჩაატკაცუნებსჩაკვრით ტკაცუნის ხმას გამოაღებინებს
ჩააჩხრიალებსჩხრიალით ჩაღვრის, ჩაყრის
ჩააწიკწიკებსწიკწიკის ხმას გამოაცემინებს
ჩააწკაპუნებსწკაპუნის ხმას გამოაცემინებს
ჩააწკრიალებსწკრიალა ხმით, ლამაზად იმღერებს ან დაუკრავს
ჩააჭუკჭუკებსჭუკჭუკის ხმას გამოაცემინებს
ჩაბაგუნებაისე ჩარტყმა, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს
ჩაბოხებაბოხი ხმით დალაპარაკება
ჩაბუტბუტება ბუტბუტით ჩალაპარაკება
ჩადუდუნებადუდუნით ჩალაპარაკება; ჩაბუტბუტება
ჩადუმდებაჩაჩუმდება, მიჩუმდება, დადუმდება
ჩაეხლიჩებაწაუვა, გაუხრინწიანდება ხმა
ჩაეხლიწებაიგივეა, რაც ჩაეხლიჩება
ჩაეხრინწებახრინწიანი გაუხდება, – ჩაეხლიჩება ხმა
ჩაიბაგუნებსისე ჩაირტყამს, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს
ჩაიბუბუნებსბუბუნის ხმით ჩაილაპარაკებს
ჩაიბუზღუნებსბუზღუნით ჩაილაპარაკებს
ჩაიბურდღუნებსიგივეა, რაც ჩაიბურტყუნებს
ჩაიბურტყუნებსბურტყუნით ჩაილაპარაკებს; დაბალი ხმით გაურკვევლად იტყვის (ჩვეულებრივ, უკმაყოფილო)
ჩაიბუტბუტებსბუტბუტით ჩაილაპარაკებს; დაბალი ხმით გაურკვევლად იტყვის რასმე
ჩაიბუხუნებსბოხი ხმით ჩაილაპარაკებს
ჩაიგმინებსიგივეა, რაც დაიგმინებს
ჩაიგრიალებსგრიალით ჩაივლის
ჩაიგუგუნებსძლიერი ხმით, გუგუნით დაიძახებს, – დაიგუგუნებს
ჩაიდუდუნებსდუდუნით, ხმადაბლა და გაურკვევლად ჩაილაპარაკებს, ჩაიბუტბუტებს
ჩაიდუდღუნებსდუდღუნით ჩაილაპარაკებს
ჩაიზმუკუნებსიგივეა, რაც დაიზმუკუნებს
ჩაიკაკანებსიგივეა, რაც ჩაირაკრაკებს
ჩაიკვნესებსდაიკვნესებს; კვნესით ჩაილაპარაკებს
ჩაიკრუსუნებსიგივეა, რაც დაიკრუსუნებს
ჩაიკრუტუნებსკრუტუნს გამოსცემს, კრუტუნით გაიხმიანებს, – დაიკრუტუნებს
ჩაილუღლუღებსლუღლუღით, გაურკვევლად, გაუგებრად იტყვის
ჩაიპუტუნებსკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც ჩაიბუტბუტებს
ჩაირაკრაკებს რაკრაკით ჩაივლის, ჩავა, – ჩარაკრაკდება
ჩაისისინებსსისინის ხმას გამოსცემს
ჩაისტვენსთავისთვის, ხმადაბლა დაუსტვენს
ჩაიფრუსტუნებსიხ. ჩაიფრუტუნებს
ჩაიფრუტუნებსფრუტუნით ჩაიცინებს
ჩაიფურჩულებსიგივეა, რაც ჩაიჩურჩულებს
ჩაიფუჩუნებსიგივეა, რაც ჩაიჩურჩულებს
ჩაიფხუკუნებსფხუკუნით ჩაიცინებს, – ჩაიფრუტუნებს
ჩაიღიღინებს ხმადაბლა ჩაიმღერებს, – წაიღიღინებს
ჩაიღრუტუნებსიგივეა, რაც დაიღრუტუნებს
ჩაიღუღუნებსღუღუნის ხმას გამოსცემს, – დაიღუღუნებს მტრედი
ჩაიშრიალებსიგივეა, რაც გაიშრიალებს
ჩაიჩახჩახებსჩახჩახით, ჩხრიალით ჩაივლის
ჩაიჩიფჩიფებსჩიფჩიფით ჩაილაპარაკებს, ჩიფჩიფით იტყვის
ჩაიჩურჩულებს ჩურჩულით ჩაილაპარაკებს
ჩაიწკმუტუნებსწკმუტუნი აღმოხდება
ჩაიწმუკუნებსიგივეა, რაც ჩაიწკმუტუნებს
ჩაიწრიპინებს იგივეა, რაც დაიწრიპინებს
ჩაიხმატკბილებსხმატკბილად, ტკბილი ხმით ჩაიმღერებს
ჩაიხმაურებსხმაურს გაიღებს, გაიხმიანებს
ჩაიხრიალებსხრიალის ხმას გამოსცემს, ხრიალით იტყვის
ჩაიხროტინებსხროტინით ჩაილაპარაკებს
ჩაკა-ჩუკიგაბმული, გამუდმებული ჩაკუნი, – კაკა-კუკი
ჩაკაკუნება ჩარტყმით კაკუნის ხმის გამოცემინება
ჩაკი-ჩუკირისამე მტვრევის მოყრუებული ხმა
ჩაკუნინაჯახით უხეიროდ თლა, ჩეხის ხმა
ჩაკუჭკუჭდებახმადაბლა და გულიანად იცინებს
ჩალაპარაკება თავისთვის, ხმადაბლა დალაპარაკება
ჩალუკლუკებს1. ლუკლუკით ჩაედინება მდინარე… 2. ლუკლუკით გაეხმიანება
ჩალუღლუღებალუღლუღით, გაურკვევლად ჩალაპარაკება
ჩამიჩუმიოდნავ გასაგონი ხმა
ჩამიჩუმობსფრთხილად ხმაურობს
ჩამოზუზუნებს ზუზუნით ჩამოდის (ქარი)
ჩამოისმებაზევიდან მოისმება ხმა
ჩამოიჩხავლებსჩხავილით ჩამოიძახებს
ჩამორეკავსხმას გამოაღებინებს ზარს ენაზე მიბმული საბლის ჩამოკვრით, – დარეკავს
ჩამორიხინდებარიხინით, რახრახით ჩამოვა
ჩამოჩქრიალებს ჩქრიალით ჩამოდის
ჩამუნიიგივეა, რაც ჩამიჩუმი
ჩანჩქარი1. ჩქეფა, ჩხრიალი წყლისა. 2. იგივეა, რაც ჩანჩქერი
ჩანჩქერიწყლის ნაკადი, რომელიც ციცაბოზე გადმოდის
ჩანჩხარი1. „ჩხრიალი, ჩხარუნი“. 2. კრუხის ხმიანობა
ჩანჩხური1. ჩანჩხარი, ჩხარუნი. 2. «ხმამაღლა, უთავბოლოდ ლაპარაკი»
ჩარაკრაკდებარაკრაკით ჩავა, ჩაედინება
ჩასისინებასისინის ხმის გამოცემა
ჩასჩურჩულებსუჩურჩულებს ყურში, ჩურჩულით ეტყვის
ჩასძახებსჩაჰყვირებს ყურში
ჩაუბაგუნებსისე ჩაარტყამს, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს
ჩაუკაკუნებს ჩაატყმით კაკუნის ხმას გამოაცემინებს
ჩაუფურჩულებსკუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც ჩაუჩურჩულებს
ჩაუფუჩუნებსკუთხ. (იმერ., გურ.) იგივეა, რაც ჩაუჩურჩულებს
ჩაუღიღინებს ჩაიღიღინებს მის გასაგონად
ჩაუჩურჩულებსიგივეა, რაც ჩასჩურჩულებს
ჩაუხლეჩსჩახლეჩს მისთვის ან მისას
ჩაუხმატკბილებსხმატკბილად ჩაუმღერებს
ჩაუხრინწიანდებაიგივეა, რაც ჩაეხრინწება
ჩაუხშობსჩაახშობს მისას; მოუსპობს
ჩაღიღინება ხმადაბლა ჩამღერება, წაღიღინება.
ჩაღიღინებული რაც ჩაიღიღინეს, – ღიღინით თქმული
ჩაღრუტუნობსღრუტუნით ჩასძახის
ჩაჩა-ჩუჩირბილი ან შრიალა საგნების მოძრაობისას გამოცემული ხმა, – ფაჩა-ფუჩი
ჩაჩუნიმსუბუქი, ფრთხილი მოძრაობა, – ფაჩუნი. || ასეთი მოძრაობით გამოწვეული მცირე, ძნელად გასაგონი ხმიანობა
ჩაჩქუნირტყმა, ჩაკუნი, ცემა; ჩეჩქვის ხმა
ჩაჩხაპუნდებაჩქრიალით, ჩქაფუნით ჩავა
ჩაწიკწიკებაწიკწიკის ხმის გამოცემინება
ჩაწკაპუნებაწკაპუნის ხმის გამოცემა
ჩაწკრიალებაწკრიალით ჩაყრა
ჩაწყვეტახმის ჩაწყვეტა – გაჩუმება, დადუმება, ხმის გაკმენდა
ჩახანირკინის რკინაზე მოხვედრების ხმა || რისამე ჩეხის ხმა
ჩახლეჩაწასვლა, ჩახრინწიანება ხმისა
ჩახლეწილიკუთხ. (ქართლ.) იგივეა, რაც ჩახლეჩილი
ჩახმატკბილებახმატკბილად ჩამღერება
ჩახუნიჩეხის ხმა, ჩახა-ჩუხი; ჩახანი
ჩაჰბღუვლებსბღუილით ჩასძახებს
ჩაჰკივლებსდაიკივლებს, კივილით გაიხმიანებს
ჩიფჩიფიუკბილო ადამიანის გაურკვეველი ლაპარაკი
ჩლატა-ჩლუტიიგივეა, რაც ჩლატუნი
ჩლატუნიფეხის თრევით, ულაზათოდ სიარული, – ფრატუნი
ჩლახუნიკუთხ. (გურ.) „ტალახში ტლაპა-
ჩოჩქოლიშეშფოთებით, აღელვებით გამოწვეული მოძრაობა და ყრუ ხმაური ხალხისა
ჩუნგალიკუთხ. (ფშ.) ჩამიჩუმი, მცირედი ხმა
ჩურჩულიმეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი
ჩუფჩუფიკუთხ. (ფშ. ხევს.) იგივეა, რაც ჩურჩული
ჩუხჩუხებსჩუხჩუხით დუღს, – ხმაურობს
ჩუხჩუხიწყლის ჩქარი დინებით წარმოქმნილი ხმიანობა, – ჩქრიალი
ჩქამობსჩქამს გამოსცემს, – ხმაურობს, ხმიანობს
ჩქაფა-ჩქუფიიგივეა, რაც ჩქაფანი
ჩქაფანიწყალში ჩავარდნის ან წყლის, სითხის სწრაფი მოძრაობის ხმა
ჩქაფიწყალში რისამე ჩავარდნისას გამოცემული ხმა, – ჩქაფანი
ჩქაფუნიიგივეა, რაც ჩქაფანი
ჩქეფ-ჩქეფადჩქეფით, ჩქაფა-ჩქუფით
ჩქეფა სწრაფად, ხმაურით დენა
ჩქეფიხმაურით დენა ნაკადისა
ჩქეფობაიგივეა, რაც შუშხუნი
ჩქლაფა-ჩქლუფიიხ. ჩქაფა-ჩქუფი
ჩქრიალარასაც ჩქრიალი გააქვს, – ჩხრიალა
ჩქრიალიჩქარი დინებით წარმოქმნილი ხმიანობა
ჩქროხმის მოჩვენება, – ჩქამი
ჩქროობსკუთხ. (ფშ. ხევს.) ხმა, ჩქამი ეჩვენება
ჩხავილიხმაბაძვ. ზოგი ცხოველის (ტურის, კატის…) და ფრინველის (ყვავის, კაჭკაჭის…) უსიამოვნო, ყურთასმენის წამღები ხმიანობა
ჩხავის უსიამოვნოდ ხმიანობს ტურა, ყვავი…
ჩხაკა-ჩხუკიგაბმით ჩხაკუნი
ჩხაკანიიგივეა, რაც ჩხაკუნი
ჩხაკუნილითონის საგნების მაგარ რამეზე მოხვედრებისას გამოცემული ხმა
ჩხაპუნებაწვიმის ან წყლის ხშირი, მსხვილი წვეთების სხმის ხმა
ჩხარაკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ჩხერა
ჩხარიჩხრიალი, ჩხარა-ჩხური
ჩხარი-ჩხურიიგივეა, რაც ჩხარა-ჩხური
ჩხარუნილითონის საგნების ერთმანეთზე დარტყმა-დაცემის ხმა
ჩხივილიიგივეა, რაც ჩხავილი
ჩხიი ხმაბაძვ. ჩხიკვისა და ზოგი სხვა ფრინველის ხმიანობა
ჩხიკ, ჩხინკ! ხმაბაძვ. ჩხაკუნის ხმა
ჩხიკვინებსხმაბაძვ. ჩხიი, ჩხი-ს იძახის ჩხიკვი
ჩხლაკა-ჩხლუკიხმაბაძვ. ხმელი ტოტების მტვრევის ხმა
ჩხრიალიხმაბაძვ. 1. სწრაფად ჩადენის ხმა ნაკადულისა… 2. მაგარი პატარა საგნების ერთმანეთზე მიხლა-მირტყმით გამოცემული ხმა
ცალხმიანი იგივეა, რაც ერთხმიანი
ძაგა-ძუგიხმაბაძვ. მძიმე საგნების ძლიერი რყევით გამოწვეული ხმაური
ძაგი-ძუგიიგივეა, რაც ძაგა-ძუგი
ძანგ! ხმაბაძვ. მძიმედ, ყრუდ დაცემის ხმა
ძახილიხმამაღლა, ყველას გასაგონად თქმა
ძგარა-ძგურიძგერების ხმაური
ძგრიალიმაგარ საგანთა (ქვის, რკინის) ერთიმეორეზე ძლიერად მოხვედრის ხმა
ძელიძელის კვრა – დაკიდებულ ფიცარზე კეტით ცემა ხალხის შესაკრებად ზარის დარეკვის მაგიერი
ძინ, ძინ, ძინ ხმაბაძვ. ზარის რეკის ხმა
ძიძგინი„დიაცთ ყაყანი“ (საბა)
ძლივგასაგონიძნელად გასაგონი, მეტად ჩუმი
ძნეყვაკუთხ. (იმერ.) ბერტყვა, ბრაგვანი
წაიბზუკუნებსიგივეა, რაც წაიბუტბუტებს
წაიბუტბუტებს ბუტბუტით წაილაპარაკებს
წაიგმინებსგმინვა აღმოხდება, – ამოიგმინებს
წაიზმუვლებსზმუილის ხმას გამოსცემს, ზმუილით გაახმიანებს
წაიზუზუნებს ზუზუნით წაილაპარაკებს
წაიკვნესებსიგივეა, რაც წამოიკვნესებს
წაიკრუსუნებსკრუსუნით წაილაპარაკებს
წაილუღლუღებსლუღლუღით, გაურკვევლად იტყვის რასმე; წაილაპარაკებს
წაიპურტყუნებსწაიბურტყუნებს
წაიპუტუნებსპუტუნით იტყვის, – წაიბუტბუტებს
წაიჟღურტულებსჟღურტულით გაიხმიანებს
წაიფთქვენსფრუტუნის მსგავს ხმას გამოსცემს
წაიფშუტუნებსსტვენის მსგავსად წაიქშენს
წაიფხუკუნებსფხუკუნი წასცდება, – წაიფრუტუნებს
წაიღიღინებს ხმადაბლა, ღიღინით წაიმღერებს
წაიღურღულებსღურღულით, ბუტბუტით წაილაპარაკებს, – წაიბუტბუტებს
წაიყეფებსიგივეა, რაც დაიყეფებს
წაიწრიპინებს წრიპინით წაილაპარაკებს
წაკა-წუკიხმაბაძვ. იგივეა, რაც კაწკაწი
წამოაკივლებსკივილი აღმოხდება
წამოიგმინებსგმინვა აღმოხდება
წამოიდუდუნებსდუდუნით ამოთქვამს, – წაიდუდუნებს
წამოიზახებსხმამაღლა იტყვის, – წამოიყვირებს
წამოიზმუვლებსიგივეა, რაც წაიზმუვლებს
წამოიკვნესებსკვნესით წამოიძახებს, – ამოიკვნესებს
წამოიკივლებსკივილით წამოიძახებს
წამოიკნავლებსკნავილის ხმაზე წამოიძახებს
წამოილაპარაკებსწყნარად წარმოთქვამს, დაილაპარაკებს
წამოისივლებსსივილით წამოიძახებს, – დაიწივლებს
წამოიფუჩუნებსკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც წამოიჩურჩულებს
წამოიფშმუვლებსფშმუილით, ქშენით წარმოთქვამს
წამოიქუხებსიგივეა, რაც დაიქუხებს
წამოიღიღინებს ხმადაბლა, ღიღინით წამოიმღერებს
წამოიღმუვლებსიგივეა, რაც დაიღმუვლებს
წამოიღრიალებს ღრიალით წამოიძახებს, წამოიყვირებს
წამოიყვირებსყვირილით წამოიძახებს
წამოიყროყინებსდიდი, უშნო ხმით იტყვის, წამოიძახებს
წამოიშმუვლებსიგივეა, რაც წამოიფშმუვლებს
წამოიჩურჩულებსჩურჩულით წამოილაპარაკებს
წამოიწიკვინებსწიკვინით წამოიძახებს
წამოიწიწინებსწიწინით წამოიძახებს, წამოიკივლებს
წამოიხავხავებსხავხავით, ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვამს
წამოიხრანტალებსხრანტალით, ძლივძლივ ამოთქვამს
წამოიხრიალებსხრიალით წარმოთქვამს
წამოიხრინწიალებსხრინწიანი ხმით წამოიძახებს
წამოკივლებაკივილით წამოძახება
წამოკნავლებადაკნავლება, კნავილის ხმით წამოძახება
წამოყაყანდება იგივეა, რაც აყაყანდება
წამოყვირებაყვირილით წამოძახება
წამოხველებასუსტად დახველება; ხველების წაცდენა
წანწკარა წანწკარით მომდინარე
წანწკარიპატარა ნაკადის ხმიანობა
წარახრახდებარახრახით წავა ურემი
წარიხინდებაიგივეა, რაც წარახრახდება
წასჩურჩულებს ჩურჩულით წაულაპარაკებს
წასჩუფუნებსიგივეა, რაც წასჩურჩულებს
წაუსტვენსსტვენით გაეხმიანება
წაუტკაცუნებსისე წაარტყამს, რომ ტკაცუნის ხმა გამოსცეს
წაუტუტუნებსტუტუნით ეტყვის, – წაულაპარაკებს
წაუფუჩუნებსკუთხ. (იმერ.) წასჩურჩულებს
წაუღიღინებს იგივეა, რაც წაიღიღინებს
წაუჩურჩულებსიგივეა, რაც წასჩურჩულებს
წაუჭყივლებსჭყივილით წასძახებს
წაფშმუილებაფშმუილის ხმის გამოცემა
წაღიღინება ხმადაბლა, ღიღინით წამღერება
წაწკა-წუწკი ხმაბაძვ. ტკაცა-ტკუცი, ლაწა-ლუწი
წაჭყივლებაჭყივილით წაძახება
წახრიალდებახრიალით წავა, – წარახრახდება
წახრიგინდებახრიგინით წავა, – წარახრახდება
წვრილხმიანირასაც წვრილი ხმა აქვს
წია-წია 1. იგივეა, რაც წიავ-წიავ. 2. წიწილების მოხმობა
წიავ-წიავ ხმაბაძვ. წიწილის წივილის ხმა
წიაპ-წიაპ ხმაბაძვ. იგივეა, რაც წიავ-წიავ
წივანაიგივეა, რაც მწივანა
წივი-ს-კივისწივის და კივის
წივილ-ზუილი წივილი და ზუილი
წივილიწვრილი ხმის გამოცემა
წივისწვრილ ხმას გამოსცემს
წივწივებსნაწყვეტ-ნაწყვეტად წივის
წივწივიწიწილის ხმიანობა, – წივილი
წიკვინაწვრილი, უსიამოვნო ხმა
წიკვინებს წვრილ, უსიამოვნო ხმას გამოსცემს
წიკვინიწვრილი, უსიამოვნო ხმით ლაპარაკი
წიკოკუთხ. (ფშ.) წიაქი; წიოკობა, წივილ-კივილი
წიკო-წიკო! ხმაბაძვ. გარმონზე დაკვრის ხმა
წიკწიკიხმაბაძვ. საათის მექანიზმის მუშაობის ხმა, – ტიკტიკი
წინწკილაკუთხ. (იმერ., ლეჩხ.) იგივეა, რაც წანწკარა
წინწკილიკუთხ. (იმერ., ლეჩხ.) იგივეა, რაც წანწკარი
წიო-წიო ხმაბაძვ. ზოგიერთი ფრინველის (ძერის, ინდაურის…) ხმიანობა
წიწინაწიწინის მაგვარი, – წრიპინა
წიწინებსწიწინის ხმას გამოსცემს
წიწინიხმაბაძვ. ფრინველის წიწილის, ჩიტის მიერ გამოცემული წვრილი ხმა
წიწიტო ხმაბაძვ. გულყვითელას (მოლაღურის) ძახილი
წიწკინაწვრილი, უსიამოვნო წიკვინა ხმა
წიწკინიხმაბაძვ. მოყინულზე გავლის ხმა, – წკაპაწკუპი
წკავისგაბმით წვრილ ხმაზე ყეფს, – წკმუის
წკავწკავიწვრილად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ხმიანობა ძაღლისა…
წკაპა-წკუპიხმაბაძვ. რიტმული წკაპანი
წკაპანი ხმაბაძვ. პატარა, მკვრივი სხეულის კენჭის, (წკეპლის…) ან წვეთის მაგარ საგანზე დაცემის დარტყმის ხმა
წკაპი-წკუპიიგივეა, რაც წკაპა-წკუპი
წკაპუნიწკაპანი, წკაპა-წკუპი
წკაპწკაპიხმაბაძვ. 1. რიტმული წკაპანი, – წკაპა-წკუპი. 2. კავკავი, წკავწკავი
წკარა-წკურიხმაბაძვ. რიტმული წკარუნი
წკარიპატარა ნაკადის ხმიანობა
წკარი-წკურიხმაბაძვ. იგივეა, რაც წკარა-წკური
წკარუნიხმაბაძვ. ლითონის ან მინის პატარა საგნების ერთმანეთზე დარტყმის, ცემის ხმა
წკეპაკუთხ. (ფშ., ხევს.) ფარზე ხმლის დარტყმით გამოცემული ხმა; ხელით შემორტყმის ხმა
წკვიტინაიგივეა, რაც წიკვინა
წკვიტინებსიგივეა, რაც წიკვინებს
წკივილიკუთხ. (ფშ., ხევს.) იგივეა, რაც წივილი
წკლაპა-წკლუპიხშირი წკლაპუნი
წკლაპუნიჭამის დროს ენითა და ტუჩებით წ‑ს მაგვარი ბგერის გამოცემა
წკლატუნიიგივეა, რაც წკლაპუნი
წკმუილიიგივეა, რაც წკმუტუნი
წკმუისიგივეა, რაც წკმუტუნებს
წკმუტუნებსწკმუტუნის ხმას გამოსცემს (ძაღლი…)
წკმუტუნი წვრილი ხმის გამოცემა ძაღლისა…, – წკმუილი
წკნავილი1. წვრილი ხმის გამოცემა ძაღლისა, ტურისა და მისთ. 2. ჭრიალი, ჭრაჭუნი
წკნავისწვრილ ხმას გამოსცემს, კივის ძაღლი, – წკმუის
წკრიალახმიანიწკრიალა ხმის მქონე, – ხმაწკრიალა
წკრიალებსწკრიალის ხმას გამოსცემს, – წკარუნებს
წკრიალი1. მინაზე ან ლითონზე ცემის ხმა, –წკარუნი. 2. მაღალ, კრიალა ხმაზე ჟღერა, –რაკრაკი. 3. იგივეა, რაც წანწკარი
წლაკა-წლუკიიგივეა, რაც წკლაპა-წკლუპი
წლაკუნიიგივეა, რაც წკლაპუნი
წლაპა-წლუპიიგივეა, რაც წკლაპა-წკლუპი
წლაპუნიიგივეა, რაც წკლაპუნი
წრიალი1. ძვ. მოქნეულისაგან ჰაერის გაპობის ხმა, – წუილი, შხუილი. 2. კუთხ. (ხევს.) ძალიან წვრილად ჩამომდინარე სითხის ხმა
წრიაფიკუთხ. (ლეჩხ.) კრიახი ქათმებისა
წრიპინა ვინც (ან რაც) წრიპინებს
წრიპინებს წრიპინის ხმას გამოსცემს
წრიპინი ხმაბაძვ. ძალზე წვრილი ხმის გამოცემა
წრუპ! წრუპ!წრუპუნით ხმიანობა
წრუპნაწრუპუნით წევა ჩიბუხისა
წრუპნისწრუპნით ეწევა ჩიბუხს
წრუპუნიხმაბაძვ. მოკუმული ტუჩებით ჰაერის შესრუტვისას გამოცემული ხმა
წრუტუნიიგივეა, რაც წრუპუნი
წრუწუნითაგვის ხმიანობა, – წრიპინი
წუილიწვრილი, მაღალი ხმის გამოცემა მწერისაგან
წუისწვრილ, მაღალ ხმას გამოსცემს მწერი
წუწკუნიიგივეა, რაც წკმუტუნი
ჭანჭყარისითხის ნჯღრევა ნაკლულ ჭურჭელში
ჭაპა-ჭუპი,ჭაპი-ჭუპი ხმაურით პირმოუკუმავად ღეჭვა, – წკლაპუნი
ჭაპუნიიგივეა, რაც ჭაპა-ჭუპი
ჭაქი-ჭუქიხმაურობა, ჭახანი, ჭახა-ჭუხი
ჭაჭა-ჭუჭიიგივეა, რაც ჭრიალი
ჭაჭუნიიგივეა, რაც ჭრაჭუნი
ჭაჭყანებსუსიამოვნოდ ხმიანობს
ჭაჭყანიხმამაღალი, უსიამოვნო ლაპარაკი
ჭაჭყი-ჭუჭყისველ ადგილზე სიარულის ხმა
ჭახ! ხმაბაძვ. გატეხის, თოფის გავარდნის და მისთ. მკვეთრი ხმა
ჭახა-ჭუხიხმაბაძვ. ხშირი ჭახანი
ჭახანიგატეხის, დაჯახების, თოფის გავარდნისა და მისთ, მკვეთრი ხმა
ჭახჭახი1. ზოგი ფრინველის მაღალი და მკვეთრი ხმიანობა. 2. იგივეა, რაც ჭახა-ჭუხი
ჭახჭუხიიგივეა, რაც ჭახა-ჭუხი
ჭექ! ხმაბაძვ. თოფის გასროლის ხმა, – ჭახ! ჭექ!
ჭექაჭექისებური ძლიერი და მკვეთრი ხმის გამოცემა
ჭექა-გრიალიჭექა და გრიალი, ძლიერი ჭექაქუხილი
ჭექა-ქუხილი ხშირი და ძლიერი ქუხილი
ჭექსქუხილის ხმას გამოსცემს, – ქუხს, გრგვინავს. || ჭექისებურ, ძლიერსა და მკვეთრ ხმას გამოსცემს, – იგრიალებს
ჭეხსკუთხ. (ფშ., ხევს.) იგივეა, რაც ჭექს
ჭვიტინიიგივეა, რაც ჭყვიტინი
ჭი! ხმაბაძვ. ჭრიჭინასი და ზოგი სხვა მწერის ხმიანობა
ჭიგინაკუთხ. (რაჭ.) მგლების გახშირებული ღმუილი
ჭივ, ჭავხმაბაძვ. ჩიტების ხმიანობა, ჭივილი
ჭივისხმიანობს წვრილი ფრინველი
ჭიიტ-ჭიიტ ხმაბაძვ. თრითინის ხმიანობა
ჭიკჭიკ-გალობა ჭიკჭიკი და გალობა
ჭიკჭიკიზოგი ფრინველის ხმიანობა,– ჟღურტული.
ჭიმჭიმიიგივეა, რაც ჭუპჭუპი
ჭიპჭიპიიგივეა, რაც ჭუპჭუპი
ჭიყჭიყიერთგვარი ხმიანობა ფრინველისა, – ჭახჭახი
ჭიჭინებსიგივეა, რაც ჭუპჭუპებს
ჭიჭინი1. ხმაურობა; ძახილი, ყვირილი. 2. ფრინველთა ხმიანობა, – ჟივჟივი
ჭიჭყინიუსიამოვნო წვრილი ხმა ჩასაბერი საკრავისა
ჭლაპა-ჭლუპიწყალში მაგარი საგნის მოძრაობით გამოცემული ხმა
ჭლახა-ჭლუხიკუთხ. (იმერ.) საქონლის მიერ ჩალის ღეჭვის ხმა
ჭოტ ხმაბაძვ. ჭოტის ხმიანობა
ჭოტ-ჭოტ ხმაბაძვ. იგივეა, რაც ჭოოტ-ჭოოტ
ჭრაჭა-ჭრუჭი ხმაბაძვ. ჭრიალი, ჭრაჭუნი
ჭრაჭუნიჭრიალი, ჭრაჭა-ჭრუჭი
ჭრიალ-ჭრიალიგამუდმებული ჭრიალი
ჭრიალა რაც ჭრიალის ხმას გამოსცემს, რასაც ჭრიალი გაუდის
ჭრიალებსჭრიალის ხმას გამოსცემს, ჭრაჭა-ჭრუჭი გაუდის, ჭრიჭინებს
ჭრიალი1. „კართა და ურემთ ხმიანობა“ (საბა) – ჭრაჭუნი
ჭრინავსჭიკჭიკებს, ჟღურტულებს || ჭრიჭინებს, ჭრიალებს
ჭრიჭინ-ჭრიჭინიგაბმით ჭრიჭინი, ჭრაჭა-ჭრუჭი
ჭრიჭინიხახუნით გამოცემული ხმა, – ჭრიალი, ჭრაჭაჭრუჭი
ჭრიხინიკუთხ. (იმერ., ლეჩხ.) კრუხის ხმიანობა, – კრიახი
ჭროკინიფრინველთ ხმიანობა, – ჭიკჭიკი
ჭრხიალიხოხობთა და მისთანათა ხმიანობა
ჭუკჭუკი1. მწყრის ხმიანობა. || მწყრის ჭუკჭუკის მსგავსი წყნარი ხმიანობა. 2.
ჭუპჭუპებსჭუპჭუპი გააქვს, – ჭყაპუნობს
ჭუპჭუპისითხის მოძრაობის ხმა
ჭუჭყუნიუსიამოვნო ხმაური, – ჭიჭყინი
ჭუხჭუხი1. „მწყერთ ბრძოლის ხმიანობა“ (საბა). 2. კუთხ. (იმერ.) გაბრაზებული ინდაურის ხმიანობა
ჭყავანავინც ჭყავის, – მჩხავანა
ჭყავილიწვრილი, უსიამოვნო ხმიანობა კატისა, ტურისა, ჭოტისა
ჭყავისხმიანობს წვრილი, უსიამოვნო ხმით კატა, ტურა, ჭოტი
ჭყაპა-ჭყუპიტალახიან ადგილში სვლის ხმა, – ჭყაპუნი
ჭყაპანიწყლის წვეთის დაცემის ხმა, – ჭყაპუნი
ჭყაპუნისველ, ტალახიან ადგილში სვლის ხმა. || წყლის წვეთის დაცემის ხმა
ჭყვირილიიგივეა, რაც ჭყივილი
ჭყვირისიგივეა, რაც ჭყივის
ჭყივ, ჭყივ ხმაბაძვ. ბეღურისა და მისთ. ხმიანობა
ჭყივილიგაბმული ყვირილი უსიამოვნო ხმით, – ჭყვირილი
ჭყივისგაბმულად, უსიამოვნო ხმით ყვირის, – ჭყვირის
ჭყიპინიჭყივილი, – ჭყლოპინი
ჭყლაპუნიხმაბაძვ. წვნიანის ჭამის ხმა – წკლაპუნი
ჭყლოპინებს ჭყლოპინის ხმას გამოსცემს, ჟღურტულებს
ჭყლოპინიბარტყის ხმიანობა, – ჭყიპინი, ჟღურტული
ჭყრ ხმაბაძვ. მწყრის ხმიანობა აფრენის დროს
ჭყურჭყურიხმაბაძვ. ბუყბუყი, ჭყაპუნი
ხა, ხა, ხა! ხმაბაძვ. გამოხატავს ხარხარს
ხავილიყრუ, თითქოს ჩახლეჩილი, ხმის გამოცემა
ხავხავისუსტად, ჩახლეჩით ხმიანობა
ხათქა-ხუთქიხმაბაძვ. ხეთქების, დაცემის, დარტყმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა
ხათქანიხმაბაძვ. ხეთქების, მაგრად ცემის ხმა
ხათქი-ხუთქიიგივეა, რაც ხათქა-ხუთქი
ხათქუნიიგივეა, რაც ხათქანი
ხათხათიხმაური, ხმამაღალი ლაპარაკი
ხაპა-ხუპიმრავლის ცემის, კაკუნის ხმა; თქარა-თქური
ხარხაზიკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც ხორხოზი
ხაფიძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი ხმა
ხაფხაფისქელი რისამე დუღილის ხმა
ხაშა-ხუშიიგივეა, რაც ტკიცინა
ხაჭუნიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ჩხრიალი
ხახანიკუთხ. (ხევს.) იგივეა, რაც ხარხარი
ხვათქუნიკუთხ. (რაჭ.) „წყალში თევზის სწრაფი მოძრაობა“, – დგაფუნი
ხვიხვინიხმადაბალი ჭიხვინი
ხვნეშისღრმად, ხმაურის გამოცემით სუნთქავს, – ქშენს
ხვრემსხრამახრუმით ჭამს, – ახრამუნებს
ხვრენაიგივეა, რაც ხვრინვა
ხვრინვახიხინით სუნთქვა ძილში
ხი-ხი-ხი! ხმაბაძვ. გამოხატავს ხითხითს
ხივილი1. ხმაური მდინარისა, ქარისა. 2. ერთობლივი ხმიანობა ჩიტებისა
ხივისხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი, – ხუის
ხინდიკიკუთხ. (იმერ.) რამეში ხრაგუნით მოძრაობა
ხირხიციკუთხ. (გურ.) „უწესო სიცილი“
ხიხინიხრინწიანი ხმის გამოცემა სუნთქვის დროს, ხრინწიანი ხმაური ფილტვებში
ხლაპუნიპირის ხმაური ხარბად ჭამის დროს
ხლაფუნიკუთხ. (იმერ.) პირით გამოცემული ხმაური, ხრიალის მსგავსი
ხლაწუნიკუთხ. (რაჭ. იმერ.) იგივეა, რაც ლაწა-ლუწი
ხლიჩინებსკუთხ. (იმერ., გურ.) ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობს ან მღერის
ხლოპინიძაღლების ერთობლივი ყეფით გამოწვეული ხმაური
ხმაყურით აღსაქმელი ტალღისებრი რხევა ჰაერისა, – ბგერა
ხმააწეულადხმას აუწევს და ისე, – ხმამაღლა
ხმადაბალიჩუმი, ნელი, დაბალი ხმით თქმული
ხმადაშვებითიგივეა, რაც ხმადაწევით
ხმადაწევითხმის დაწევით, – ხმადაბლა, ხმადაშვებით
ხმამაღალირაც მაღალი ხმით ხდება, – კარგად გასაგონი
ხმამაღლამაღალ ხმაზე, მაღალი ხმით ლაპარაკობს
ხმამაღლივიგივეა, რაც ხმამაღლა
ხმამაღლიობაიგივეა, რაც ხმამაღლობა
ხმამიმქრალივისაც, რასაც მიმქრალი, სუსტი ხმა აქვს; ვისაც ხმა მიუსუსტდა
ხმამოდაბლებითხმის დადაბლებით, – ჩუმად
ხმაურავინც, რაც ხმაურობს ხოლმე, – ხმაურიანი
ხმაურიანირასაც ხმაური ახლავს; ხმაურის შემცველი
ხმაშეუწყობელირაც ხმაშეწყობილი არაა, – შეუთანხმებელი სიმღერა და სხვ.
ხმაჩახლეჩილივისაც ხმა აქვს ჩახლეჩილი, – ხმაწასული
ხმაწართმეულივისაც ხმა წაერთვა
ხმაჭკვაკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ხმა
ხმიანი1. მაღალი ხმის მქონე. 2. ხმამაღალი ბგერადობა
ხმიანობსხმას გამოსცემს, – ხმაურობს
ხმიერიხმის გამომღები, ხმის გამომცემი, – ხმიანი
ხმობსხმიანობს; ამბობს; გაიძახის
ხმოვანებსხმებს გამოსცემს, – ხმიანობს, ჟღერს
ხმოვანი1. ხმის გამომცემი, – ხმიანი. 2. ხმამაღალი, დიდხმიანი
ხორხოზი1. კუთხ. (გურ., იმერ.) ხმამაღალი უწესრიგო ლაპარაკი ბევრისა, – აურზაყური. 2. ბოხი, ხმამაღალი, როხროხა ხმა
ხორხოზობსკუთხ. (გურ., იმერ.) უწესრიგოდ ხმაურობს
ხორხოტიგაბრაზებული ღორის ხმამაღალი ღრუტუნი
ხორხოციკუთხ. (გურ.) „მამალი ღორების ხმაურობა და ბრძოლა დედლებისათვის“
ხოხორობაკუთხ. (ფშ.) ყაყანი, ხმაურობა ბევრისა
ხრაგა-ხრუგიიგივეა, რაც ხრაგუნი
ხრაგუნიმაგარ რამეზე ადგილის მონაცვლეობით გამოწვეული ხმაური
ხრამა-ხრუმი„ქერქთ ჭამის ხმა“ (საბა); ხრამუნით ჭამა
ხრამუნიმაგარი ან ხმელი რისამე ჭამის ხმა
ხრანტალ-პრანტალიროხროხი, ბოხი ხმით ხმამაღლა ძახილი
ხრანტალიყელში ხრიალი, ნახველის ამოწმენდის ხმა
ხრაპა-ხრუპიხმამაღალი ხვრეპის ხმა
ხრაშა-ხრუში1. ხრეშზე ან გაყინულ ფხვიერ თოვლზე სიარულით გამოწვეული ხმიანობა, – ხრაშუნი. 2. იხ. ხრამა-ხრუმი
ხრაშუნიიგივეა, რაც ხრამუნი, ხრაშა-ხრუში
ხრიალ-ღრიალი მეტად დიდი ხმაური, − ღრიანცელი
ხრიგინ-ხრიგინი გაბმული ხრიგინი
ხრიგინი ეტლის, ურმის და მისთ. მოძრაობით გამოწვეული ხმაური
ხრინწიანიჩახლეჩილი, არასუფთა ტონის ხმა
ხრიწინებსხრიალებს, ხროტინებს
ხროტინისუნთქვაშეკრულის ხრიალი
ხროხინიკუთხ. (იმერ.) ბოხი ხმით ხმამაღლა ლაპარაკი, – როხროხი
ხრუტუნიიგივეა, რაც კრუტუნი, ღრუტუნი
ხრჭიალიიგივეა, რაც ღრჭიალი
ხუთხმიანიხუთი სხვადასხვა ხმისაგან შემდგარი
ხუილიხმაბაძვ. მდინარის და ქარის ხმაური
ხუის ხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი
ხუფხუფიხმაბაძვ. წყლის დუღილის ხმიანობა || ყრუ ხმიანობა დიდი ყელვიწრო ჭურჭლიდან სითხის გადმოსხმის დროს
ხუჩხუჩიუხმო, გულამოსკვნით ტირილი, – ქვითქვითი
ხუხუნიხმაბაძვ. „გატყორცნის ხმა“ (საბა), – ხრიალი, შხუილი
ჯახა-ჯუხიზედიზედ, მრავალჯერ განმეორებული ჯახუნი
ჯახანირისამე მირტყმის, რამეზე ხეთქების ხმა, – ჯახუნი
ჯახება მაგრად ხლა, ხეთქება
ჯახირისამე მირტყმის, რამეზე ხეთქების ხმა, – ჯახუნი
ჯახჯახიზედიზედ, მრავალჯერ განმეორებული ჯახუნი
ჯაჯღანისაუბ. ხმამაღლა უკმაყოფილო კილოთი ლაპარაკი, – ჭაჭყანი
ჯგაფუნი სითხის მოძრაობის ხმა
ჯიღჯიღიიგივეა, რაც ჯიყჯიყი
ჯიყჯიყებს ულაზათოდ, გაურკველად ლაპარაკობს
ჯიყჯიყიულაზათო, გაურკვეველი ლაპარაკი
ჯიჯინიგაბმული, გულისგამაწყალებელი ლაპარაკი, – დუდღუნი
ჯიჯღინებსგაურკვევლად ლაპარაკობს, – ჯიყჯიყებს
ჯიჯღინიუკმაყოფილო ლაპარაკი, ბუზღუნი
ჯლიგინიკუთხ. (იმერ.) ხმაურიანი სიარული
ჯლიყინიგაუგებარი ლაპარაკი, – ჯიყჯი
ჯლოყინიიგივეა, რაც ჯლიყინი
ჯუმჯუმიკუთხ. (ფშ., ხევს.) იგივეა, რაც ჩურჩული
ჯუჯღუნიცხვირში ლაპარაკი, – დუდღუნი
ჯუჯღურიიგივეა, რაც ბუზღუნი
ჯღავილიხმამაღლა, უგვანი ტირილი, – ღნავილი, ჩხავილი
ჯღავისხმამაღლა, უგვანოდ ტირის, – ღნავის, ჩხავის
ჯღარაკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ჟღარუნი
ჰა-ჰა, ჰა-ჰა-ჰა ხმაბაძვ. გამოხატავს ხმამაღლა სიცილს. ჰა-ჰა-ჰაა
ჰე-ჰე ხმაბაძვ. გამოხატავს ხმადაბალ სიცილს
ჰი-ჰი-ჰი ხმაბაძვ. გამოხატავს ხმადაბლა სიცილს