ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 51 names in this directory beginning with the letter ბ.


ბაგა-ბუგი
1. რბილზე ცემის ხმა. 2. გულის ძლიერი, აჩქარებული ცემის ხმა

ბაგი-ბუგი
იგივეა, რაც ბაგა- ბუგი

ბაგუნი
ცემით გამოწვეული ხმაური

ბათქა-ბუთქი
თოფის, დამბაჩის და მისთ. ზედიზედ სროლის ხმა

ბაკა-ბუკი
მაგარ საგნებზე სიარულისას ფეხის ცემით გამოცემული მკვეთრი ხმა

ბაკი-ბუკი
იგივეა, რაც ბაკა- ბუკი

ბაკუნი
გაბმული ბაკა-ბუკი

ბაკუნობს
ბაკი-ბუკით, ბაკუნით დადის

ბამი
ბოხი საკრავის ხმა

ბანი
ხმა, რომელიც ეწყობა სიმღერას

ბარტყა-ბურტყი
ხმაბაძვ. საფენელის ბერტყვის ხმა (საბა)

ბარტყანი
ხმაბაძვ. რბილი ბრტყელი საგნის დავარდნის ხმა || იგივეა, რაც ბრაგვანი

ბარტყუნი
მრავალგზის დარტყმა-დაცემის შედეგად გამოცემული ხმა

ბასკუნი
კუთხ. (იმერ., გურ.) ცემა მკვრივ რამეზე

ბასტანი
მაღლიდან ჩამოვარდნილი რბილი და მძიმე საგნის დაცემის ხმა, – ბარტყანი

ბასტი-ბუბუ
დიდი ხმაურობა, ჟრიამული

ბასტუნი
ცემა მკვრივ რამეზე

ბაყა-ბუყი
ხმაბაძვ. წყვეტილი ყრუ ხმა ცემის დროს

ბაყბაყი
ბოხი, უშნო ხმა

ბგერა
ჰაერის ტალღისებრი რხევითი მოძრაობა, რომელსაც აღიქვამს სმენის ორგანო, – ხმა

ბგერს
ბგერას გამოსცემს

ბზუილა
რაც ან ვინც ნიადაგ ბზუის

ბზუილი
კრაზანასა და ბუზების ხმიანობა

ბზუის
ფრენის დროს ფრთების სწრაფი და უწყვეტი მოძრაობით ზუზუნისებურ ხმას გამოსცემს მწერი

ბზუკუნებს
იგივეა, რაც ბზუის

ბზუკუნი
იგივეა, რაც ბზუილი

ბიბინი
კუთხ. (ფშ., ხევს.) ხმაური, მღელვარება

ბიჟინი
შვლის ნუკრის კიკინი

ბობღინი
გაურკვევლად, ბგერების დაუნაწევრებლად ლაპარაკი, – ბურტყუნი

ბჟუილი
იგივეა, რაც ბზუილი

ბრაგა-ბრუგი
მაგარ ზედაპირზე ცემის ხმა

ბრაგვა
იგივეა, რაც ბრაგვანი

ბრაგვანი
მაგარ რამეზე მძიმე სხეულის დაცემა

ბრაგუნი
ძლიერად რტყმა ყრუ ხმის გამოცემით

ბრახა-ბრუხი
ხმაბაძვ. ძლიერი ბრახუნი ნაწყვეტ-ნაწყვეტად

ბრახვანი
მძიმე საგნის ძირს დაცემის ხმა

ბრახუნა
რაც ბრახუნის მსგავს ხმას გამოსცემს

ბრახუნი
მაგარ რამეზე ცემა, – ბრაგუნი

ბრახუნობს
ბრახუნის ხმას გამოსცემს

ბუბუნი
დიდი ხმაური, – გუგუნი

ბურტყუნი
ხმადაბალი გაურკვეველი ლაპარაკი

ბუსუნი
კუთხ. (იმერ.) ჩამიჩუმი

ბუტბუტი
დაბალი ხმით გაურკვევლად ლაპარაკი თავისთვის

ბუყბუყი
ხმაბაძვ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ნელი ყრუ ხმაურობა, გამოწვეული სითხეში გაზების მოძრაობით, დუღილის პროცესით

ბუხბუხი
ხმაბაძვ. ბოხი, წყვეტილი ხმის მძიმე-მძიმედ გამოცემა

ბუხუნი
რაიმე ცხოველის (ლომის, ირმის, ღორის) ძლიერი ხმიანობა

ბღავილი
ცხოველთა (ძროხის, ცხვრის, ირმის…) ხმიანობა || გადატ. ღრიალი, ხმამაღალი ტირილი გამწარებული, თავზარდაცემული ადამიანისა

ბღვრიალი
„ბრიყვული ტირილი“ (საბა), − ღრიალი

ბღუილი
გაბმით ყვირილი, ღმუილივით. || გადატ. ღრიალი, ხმამაღლა ტირილი

ბღუის
იგივეა, რაც ღმუის

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!