ხმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

There are currently 11 names in this directory beginning with the letter ძ.

ძაგა-ძუგი
ხმაბაძვ. მძიმე საგნების ძლიერი რყევით გამოწვეული ხმაური

ძაგი-ძუგი
იგივეა, რაც ძაგა-ძუგი

ძანგ!
ხმაბაძვ. მძიმედ, ყრუდ დაცემის ხმა

ძახილი
ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქმა

ძგარა-ძგური
ძგერების ხმაური

ძგრიალი
მაგარ საგანთა (ქვის, რკინის) ერთიმეორეზე ძლიერად მოხვედრის ხმა

ძელი
ძელის კვრა – დაკიდებულ ფიცარზე კეტით ცემა ხალხის შესაკრებად ზარის დარეკვის მაგიერი

ძინ, ძინ, ძინ
ხმაბაძვ. ზარის რეკის ხმა

ძიძგინი
„დიაცთ ყაყანი“ (საბა)

ძლივგასაგონი
ძნელად გასაგონი, მეტად ჩუმი

ძნეყვა
კუთხ. (იმერ.) ბერტყვა, ბრაგვანი

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

რეცენზენტი ნატალი რაზმაძე

თბილისი 2020

Don`t copy text!