ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 21 names in this directory beginning with the letter დ.
დაბაზება
სიმწიფეში შესვლა. ხონჭკად გახდომა, ჭყინტლობიდან გამოსვლა და ხმობის დაწყება.

დაბაზებული
სიმწიფეში შესული.

დაბალი, დაბალი ადგილი
ბარი, დაბლობი: დაბლიდგან იყო მოტანილი.

დაგოზვა
დაგლესა, „დაწებება“.

დაგუნძული
დახუნძლული. ბლომად მოსხმული.

დავა
დადის.

დაკოტვრა
საყავრე მესრის დაპობა კოტრებად (იხ.).

დანიხვა
ნიხებად (იხ.) დაყოფა, მოხნულის დაკვალვა (კვალის გავლება) 4-5 მეტრის დაშორებით, რომ თესვის დროს დაუთესავი ადგილი არ დარჩეს.

დაჟინჟღილებული
ჟინჟღილივით გამხდარი, კარგი ფერისა.

დაქნა
რძის დაკვეთა, რძეში კვეთის, საკიდელის ჩასხმა და დარევა, რომ შედედდეს ყველის ამოსაყვანად.

დაქფა
დაფქვა: დავქფავთ.

დაქფული
დაფქული, ფქვილი.

დაყონოდა
დაყოვნებოდა, შეგვიანებოდა.

დაშთილვა, დაშტილვა
დაჩრდილვა (იხ. შტილი).

დახასურავება
რამე ნაქსოვის დახურვა სითბოს შესანახად.

დახობი
(<) დაჰყვები.

დედიე
(< დედიაი) დედა.

დეიწარით
დაიწიეთ (მიხ. ჩიქოვანი).

დიკა
ხორბლის ჯიშია.

დორა
ღვინის საწყაო თიხის ჭურჭელი, ჩადის ორი ჩაფი ანუ ექვსი თუნგი (30 ლიტრი) ღვინო.

დოქი
თიხის ჭურჭელი, გამოყენებულია ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ოთხი-ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. თუნგი).

Don`t copy text!