ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

-
There are currently 319 names in this directory
ადესა სიმინდი
სიმინდის საგვიანო ჯიშია, დიდი ტარო და ფართო მარცვალი იცის.

ავანტყოფობა
ავადმყოფობა.

აკავანი
აკვანი.

აკავანიანი
აკვნიანი.

ალექსანდროული
ვაზის ძველი ჯიშია, შედარებით მაგარი ღვინო გამოდის.

ამდონი
ამდენი.

ამოთხენია
(სული) ამოხდომია, ამოსვლია.

ამოკუკურება
ნამყენი მახის ამოჭრა, ამოსვლა, კუკურის გამოღება.

ამოოფხილოება
ქვევრის (ჭურის) ამოწმენდა და ამომშრალება ოფსილოთი (იხ.): ამოვაოფსილოეფთ.

ამოღუჭული
ამოტეხილი, ამოგობილი, გულის ამოღებით ამოთლილი, ამოღრმავებული (მორი, ქვა).

ამოჭყურტნა
ამოჭყლეტა, საფუვრის ჩაზელა საცომე ფქვილში.

ამოხობა
(< ) ამოჰყვება.

ამყოლი ბალახი
სარეველა ბალახი, ბალახი რომ პურის ნათესს ამოჰყვება, აეხვევა და მოედება.

ამჯავრებს
„აწუხეფს“, ვნებს, ჩაგრავს, ხელს უშლის.

ანეული
„მოხვნა დაუთესავათ“, პირველი ნახნავი.

არებიებს
ავლებინებს (მორება მოვლა).

ასთე
ასე, ამგვარად.

აფერი
არაფერი.

აფუნება
აფუება: აფუნდება აფუვდება.

აფშარა
ბოკონივითაა (იხ.), ოღონდ უფრო წვრილია და მაღალი, გვაჯილის (სულუგუნის) ჩასადებად და ყალიბად იხმარება.

აქ
აქვს; გვაქ ­− გვაქვს.

აქანე
აქ; აქანეც − აქაც.

აქიდგენეც
აქიდანაც.

აქნობამდი
აქამდის; ამ დრომდის.

აყალო მიწა
თიხა მიწა, წითელი მიწა. „სამუშაოთ მაგარია ნამეტანი. თუ გარმოაბრუნე, მერეთ გახმება, დააწუმს, დეიფშვნება“. იყენებენ ჭურის თავის დასაგლესად და ჭურჭლის საკეთებლად.

აყვე
(< აქვს-ყე) აქვს მას ისინი; აყვენ (< აქვს-ყე-ნ) აქვთ მათ ისინი (ბევრი).

ახვერდებს
ახვედრებს.

ახო
საყანედ მოქნილი ტყეგაკაფული ადგილი, „ახალი მოქნილი მიწა, ხეებს მოკაფავ, მოჭრი, შიგნი დათოხნი და დათესავ, ახოს ვეტყვით“.

ახობა
(< ) აჰყვება.

ახოვა
ახვევა; ავახოვთ − ავახვევთ.

ახტნა
ახტა.

ბეღელი
ა) პურეულისა და სხვათა შესანახი ნაგებობა; ბ) ჯვარედინად დაწყობილი ათასი-ათას ორასი ფრთა ყავარი, რაც ათ-თორმეტ ლეჩხუმურ ურემს უდრის.

ბიმბილი
ყურძნის მარცვალი მტევნის კინწზე (ან კომბალზე).

ბოვშვი, ბოქში
ბავშვი.

ბოკონი
საწველელი, ხის ჭურჭელი საწველად, მთლიანი გულამოღებული ხის კასრი, ვედროსავით მაღალი, 15 სმ. დიამეტრისა.

ბოქში, ბოვშვი
ბავშვი.

ბოქშჩახუტებული
ბავშვჩახუტებული.

ბრე
ღომის, ზანდურის ან მახის ნაცეხვი, კილი, მარცვლის ბუდე.

ბრევლი
ბევრი.

ბულთოობა
ბურთაობა: ბულთოობს − ბურთაობს.

ბურული
რაც დაბურულია (დახურულია), უბრალო ნაგებობა (საბძელი, საღორე და მისთ).

ბუში
„ნაყარი“, ამონაზარდი, ვაზის ფურცლის ძირში ამოსული ზედმეტი ყლორტი, „ძალა გააქვს და ვაცლით“.

ბღვერი
მიწის ნაფშვენი, დაფშვნილი მიწა, ფხვიერი მიწა, მტვერი.

გადაბრუნება, გარაბრუნება
რძის (სველისა და მისთ.) ადუღებისას ჭურჭლის ნაპირიდან გადმოსვლა.

გადაღება
გადუღებთ გულს (ქფილს) საცომე ფქვილის გადაწევ-გადმოწევით შუა ადგილას ჩაღრმავება საფუვრის ჩასადებად.

გავხვებით
(<) გავჰყვებით.

გაზელა
(ყურძნისა) დაჭყლეტა.

გამარგლა
სარეველა ბალახის ხელით ამოცლა პურის ყანაში.

გამოდენა
(წიწილისა) გამოჩეკა, გამოტეხა.

გამოპწკარვა
გამოწკრივება, მწკრივად, ერთმანეთის მიყოლებით გამოსვლა.

გამოსვლა
გამოსავალი, აღებული მოსავლის რაოდენობა.

გამოტნევა
გამოყოლიება; გამეიტნიოსო − გამოიყოლიოსო.

გამოჩალვა
გამოხშირვა. ზედმეტი სიმინდის ღერის გამოჩეხა (ან ამოთხრა), სიმინდის ძირის ერთ ადლზე დატოვება, რომ უფრო დიდი ტარო გაიკეთოს.

გამოწყობილი
გამართული, შეიარაღებული.

გამტყელება
გაბრტყელება: გავამტყელეფთ.

გარა-
-დ- დაკარგული გარდა- პრევერბი: გარატანილი (< გარდატანილი) გადატანილი; გარევიტანეთ (< გარდავიტანეთ), გადავიტანეთ.

გარაბრუნება
იხ. გადაბრუნება.

გარაცინება
მიძინებული ნაკვერცხლის გადაწევა, მოთავება ცეცხლის გასაღვივებლად: ცოტა უნდა გაროუცინოთ ნაკვერცხალას (ღადარას).

გარახუნებული
გადახუნებული.

გარმო
-და- დაკარგული რთული პრევერბი გარდა-მო (- გარმო-) გარმოვაბიჯე გადმოვაბიჯე: გარმოვდგამთ, გარმოვასხამთ.

გახვება
(<) გაჰყვება.

გვარალი
ულო, ძნის შესაკრავი.

გვაჯილი
სულუგუნი, აფუებული უმარილო ახალი ყველი, მოხარშული და გადაზელილი მრგვლად.

გომიჯი
ცოტათი მოგრძო, ერთ მხარეს სქელი და მეორე მხარეს თხელი პური.

გორო
საწყაო ერთეული: ოთხი ჩაფი ანუ ორი დორა, რაც უდრის სამოც ჩარექას (ლიტრს).

გრანიცა სიმიდი
(რუს. граница) სიმინდის საგვიანო ჯიში, შემოტანილია, არის თეთრი და ყვითელი, დიდ ტაროსა და ფართო მარცვალს იკეთებს.

გრულია
გარშემო, ირგვლივ.

დაბაზება
სიმწიფეში შესვლა. ხონჭკად გახდომა, ჭყინტლობიდან გამოსვლა და ხმობის დაწყება.

დაბაზებული
სიმწიფეში შესული.

დაბალი, დაბალი ადგილი
ბარი, დაბლობი: დაბლიდგან იყო მოტანილი.

დაგოზვა
დაგლესა, „დაწებება“.

დაგუნძული
დახუნძლული. ბლომად მოსხმული.

დავა
დადის.

დაკოტვრა
საყავრე მესრის დაპობა კოტრებად (იხ.).

დანიხვა
ნიხებად (იხ.) დაყოფა, მოხნულის დაკვალვა (კვალის გავლება) 4-5 მეტრის დაშორებით, რომ თესვის დროს დაუთესავი ადგილი არ დარჩეს.

დაჟინჟღილებული
ჟინჟღილივით გამხდარი, კარგი ფერისა.

დაქნა
რძის დაკვეთა, რძეში კვეთის, საკიდელის ჩასხმა და დარევა, რომ შედედდეს ყველის ამოსაყვანად.

დაქფა
დაფქვა: დავქფავთ.

დაქფული
დაფქული, ფქვილი.

დაყონოდა
დაყოვნებოდა, შეგვიანებოდა.

დაშთილვა, დაშტილვა
დაჩრდილვა (იხ. შტილი).

დახასურავება
რამე ნაქსოვის დახურვა სითბოს შესანახად.

დახობი
(<) დაჰყვები.

დედიე
(< დედიაი) დედა.

დეიწარით
დაიწიეთ (მიხ. ჩიქოვანი).

დიკა
ხორბლის ჯიშია.

დორა
ღვინის საწყაო თიხის ჭურჭელი, ჩადის ორი ჩაფი ანუ ექვსი თუნგი (30 ლიტრი) ღვინო.

დოქი
თიხის ჭურჭელი, გამოყენებულია ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ოთხი-ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. თუნგი).


შეკვეცილი ნაცვალსახ. ეს, ეგ: ე ციხე.

ეგი
ეგა, ეგ.

ედრება
ეტანება.

ერთსალიკა
ერთ ადგილას.

ერთქვანეთი
ერთმანეთი.

ერქვანი
სახვნელის ნაწილია, ხელმოსაკიდი, მაჭი, სახელური.

ვედრა
(რუს. ведро) ვედრო.

ვერშოკი
(რუს.) გოჯა.

ვინცხა
(< ვინ-ცა-ღა) ვიღაცა, ვიღაც.

ვქიდებ
(<) ვჰკიდებ: ვქიდეფთ.

ვქითხე
(<) ვჰკითხე.

ზანდური
ხორბლის ძველი ჯიშია. თავთავს კრეფდნენ და ცეხვავდნენ. ახლა არ ითესება (არჩევენ ორ სახეს; ესაა: გვაწა ზანდური Triticum monococcum და ჩელტა ზანდური Triticum Timopheevii).

ზერე
ზევით, ზემოთ.

თა
მთა.

თავდოუხსნელი
(გლეხი) ბატონყმობიც გადავარდნის შემდეგ ყმას შეეძლო ფული მიეცა მებატონისათვის და თავი გამოესყიდა (თავი დაეხსნა). ვინც ვერ შეიძლებდა ფულის მიცემას, თავდაუხსნელი იყო და მებატონის ყმადვე რჩებოდა.

თაველი
თავთავი.

თავთუხი, თანთუხი
ხორბლის ჯიშია, იკეთებს ფხიან ოთხკუთხ თავთავს, გამოსავალი დიდი აქვს. მაგრამ ლეჩხუმში ვერ იხეირაო.

თავსკვნილი
კოროლის ერთი შეკვრა, მახის ამოთხრილი ღეროების თავის მოგრეხით გამოსკვნილი კონა.

თლათ
მთლად, სულ ერთიანად.

თუნგი
საწყაო ერთეული: ხუთი ჩარექა (ლიტრი) ღვინო (შდრ. დოქი).

თურე
თურმე (იხ. სთურე).

თურჯი
თუჯის ქვაბი: თურჯი საღომეა.


შეკვეცილი ნაცვალსახ. ის, იგი: ი ქალი.

იგენი
მრ. ისინი, იგინი: იგენს იმათ.

იკვირებს
იხეირებს, კარგად იხარებს პურეული.

იმგენს
მიცემითი ბრუნვა: იმათ.

იმდონი
იმდენი.

იმისანე
(<) იმისთანე − იმისთანა.

ისთე
ისე: იმგვარად: ისთევე ისევე.

იფქლი
ხორბლის ჯიშია, ფხიანი, მარცვალი ჯერ სცვივა, „პური კარგი იცის“.

იქინა, იქინე
იქ.

იქფება
იფქვება.

იშთილე
იჩრდილე (დაშთილვა − დაჩრდილვა.

იწევს
მოსავალს (სიმინდსა და სხვ.) იღებს (იხ. მოწევა).

კაბისტონი, შავი კაბისტონი
ვაზის ყურძნის ჯიშია.

კავი
სახვნელის ხელნა, რომლის ძირი (მოხრილი ნაწილი) ქუსლში ზის და თავი უღელს ებმის.

კათხა
ძველი სასმისი ხისა.

კაკალი
მარცვალი: პურის კაკალი, სიმიდის კაკალი.

კასრული
(რუს. кастрюля) ქვაბქოთანი, საჭმლის მოსახარში ჭურჭელი ლითონისა,

კვარკვალიტე
(Vicia) ცერცველა, გორველა, ყვავიცერცვა, პარკოვანი სარეველა მცენარე, შავი მრგვალი მარცვლები აქვს.

კიდე, კიდო, კიდომ
კიდევ.

კინწი
მტევნის ნაწილია: მთავარი ღეროს ძირი, რითაც მტევანი მიბმულია ვაზს: ტევანი მიმბულია კინწით.

კმილი
კბილი: კმილი ყველი − ერთი ამოღება ყველის ნახევარი. ნახევარი წველა (იხ.).

კობზა
კოვზი.

კონა
ა) კონა; ბ) ძნა: ნაბჯებს „შევკრავთ და... შეკონილს კონა ეწოდება“.

კოროლი
მახის (ზანდურის, ქუბის) ღეროები, წველი. კოროლს (თავთავის მოკრეფის შემდეგ დარჩენილ ძირებს) მოთხრიდნენ, მიწას დაბერტყადნენ, თავს მოუგრეხდნენ, შეკრავდნენ და უბრალო ნაგებობის სახურავად ხმარობდნენ.

კოტოტიანი
გრძელი, სქელი, მრგვალთავიანი პური. საგანგებოდ აცხობდნენ და ახალმოლოგინებულს ძღვნად მიუტანდნენ.

კოტრი
მესრის (იხ.) ნაპობი, გამოდის სამი-ხუთი ფრთა ყავარი.

კტე
კლდე.

ლასტი
ჩელტი, წნელის წნული (იყენებდნენ მახის თავთავის ცეცხლზე გასახმობად).

ლეკალი
ეკალი.

ლერწი
ვაზის ტოტი, შტო; ვაზის ძირი.

მანებამდინ
მანამდის.

მარგალითათ
მაგალითად.

მარგლა
სარეველა ბალახის ხელით ამოცლა პურის ყანაში.

მარჩევალა
ვინც არჩევს, მარჩეველი.

მარჩიელი
მკითხავი.

მაშაკი, შამკვი, შანკვი
ზანდურისა და მახის თავთავის საკრეფი. ორი გათლილი ჯოხი, უპირატესად შინდისა, ერთ თავში ბაწრით (წვრილი თოკით) იყო გაკრული, მეორე გახსნილ თავს გაშლიდნენ, რამდენიმე თავთავს ქვეშ ამოუდებდნენ, მოუჭერდნენ და მოწყვეტდნენ.

მაშინა
(რუს. გზით) ვაზის შესაწამლი აპარატი.

მახა
ხორბლის ძველი ჯიშია, ფხიანი, იკეთებდა ბრტყელ თავთავს, აქეთ-იქით მარცვლები ასხდა, თავთავს კრეფდნენ და ცეხვავდნენ თეთრი პური გამოდიოდა, ამჟამად არ ითესება (არჩევენ სამ სახეს, როგორიცაა: გვაწა მახა Triticum macha Dek. Et Men. ანუ Triticum tubalicum Dek. ჩელტა მახა Triticum macha Dek et Men. ანუ Triticum imereticum Dek. და წითელი მახა Triticum macha ანუ Triticum megrelicum Men.)

მერეთი
მერე, მერმე, შემდეგ.

მერიქიფე
ღვინის მიმტანი და დამსხმელი, მწდე.

მესრი
საყავრე მორის ნაპობი, გამოდის ოცი ფრთა ყავარი 16-20 სმ. სიგანისა. ყავრის გამოხდის გასაადვილებლად მორს ჯერ აპობენ მესრებად, შემდეგ მესრს − კოტრებად, ხოლო კოტრს − ყავრად.

მეციხვანე
მეციხოვნე.

მინავალა
მიდიოდა თურმე.

მიხობა
(<) მიჰყვება.

მოგენიება
ძროხის მოწველის წინ ხბოს მიშვება მოსაწოვად, რომ ძროხამ რძე გამოუშვას.

მოვსებული ქათამი
კვერცხით სავსე ქათამი, კვერცხის დებას რომ მალე დაიწყებს.

მოვქიდე
(<) მოვჰკიდე.

მოთუთქვა
წყალში აზელილი ნაცრის მოყრა ნაკვერცხლის გარშემო თორნეში დიდი ცეცხლის ჩასანელებლად.

მოთუთქული
(თორნე) წყალში აზელილი ნაცრის ნაკვერცხლის გარშემო მოყრით განელებული (თორნე).

მოკაწვრა
პურის ზედაპირის დაწვა, ცეცხლით მოტაცება, მოწვა: მეიკაწრავს.

მოკონვა
კონად ანუ ძნად შეკვრა.

მონაბჯვა, ნაბჯვა
რამდენიმე ნაბჯის (იხ.) დადება ულოზე შესაკრავად.

მონართმევი
ანაცერი, რაც ღერღილის გაცრისას თავზე მოექცევა და ხელით მოართმევენ (აიღებენ) (იხ. მორთმევა).

მონცრევა
(მარილისა) მომცვრევა, ცოტას მოყრა.

მორე
მეორე.

მორება
მოვლა.

მორედი
მოროდი, „მორე თოხნა“, მეორე თოხი, ყანის მეორედ (მეორეჯერ) გათოხნა.

მორეთ
მეორედ, მეორეჯერ.

მორთმევა
ა) ღერღილის გაცრისას ანაცერის თავზე მოქცევა: მაღლა მეირთვამს (|| მეირთომს) ანაცერას; ბ) გაცრისას თავზე მოქცეული ანაცერის (ქატოს, ჩენჩოს) ხელით აცლა, აღება: ანაცერას „მოვართომთ და მონართმევს საქონელს ვაჭმევთ“.

მოსარები
მოსავლელი: მოსარებათ.

მოსაფინელება
საფანელის (ფქვილის) მოყრა სასაფურეში (იხ.), რომ ცომი არ მიეკრას.

მოსტრება
მოსწრება: მოუსტარი − მოუსწარი: მევესტარი − მოვესწარი; მოსტრებით.

მოფარა
(<) მოჰპარა.

მოცომვა
მოზელა (ცომად).

მოწევა
მოსავლის აღება: სიმიდის მოწევა.

მოწიწინოფ
მხიარულად მოდიხარ.

მოჭვა
კრუხი.

მოხვება
(<) მოჰყვება.

მოხვერდებული
მოხვედრებული.

მოხვრა
მოზელა (ნაცრისა, მიწისა).

მოხონდა
(<) მოჰქონდა.

მოხურვა
წაღმა ბრუნება.

მჩალტე
მჩატე, მსუბუქი.

მძიმეთ
ფეხმძიმედ, ორსულად.

მწვანე
საგვიანო ლურჯი ყურძნის ჯიშია. მაგარი ღვინო იცის.

ნაბჯვა, მონაბჯვა
რამდენიმე ნაბჯის დადება ულოზე შესაკრავად.

ნაბჯი
რამდენიმე ხელეული (მუჭი) ნამკალი ერთად.

ნადელი
(რუს.) ნატურალური გადასახადი ბატონყმობის დროს, მოსავლის მეათედი ნაწილი (ათისთავი) მებატონისათვის.

ნაკუთნოული
მრგვალი შავი ყურძნის ძველი ჯიშია. რბილი, მაგრამ „საჯანთელო“ ღვინო დგებოდა; გადაშენდა.

ნალია
სასიმინდე.

ნამეტანი
„ძალიანი“.

ნარჩევალა
ნარჩევი, ნარჩევნურჩევი.

ნაყარი
ბარტყი, სიმინდის ძირში უსარგებლო ამონაყარი, ამოსული ღეროები.

ნიგვზი ხე
კაკლის ხე, კაკალი (ძირი).

ნიგუზარი
მუგუზალი.

ნიტრა
ლიტრა. იყენებენ ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ორი ჩარექა (ლიტრი) ღვინო.

ნიხა
ხნულში კვალის გავლებით გამოყოფილი ფართობი, კვალსა და კვალს შუა ფართობი (იხ. დანიხვა).

ოდოში
„ცოტა სიმწიფე აკლია“, „თლათ ნამეტანი დამწიფებამდი“ (სიმიდი).

ოტკა
(რუს. водка) არაყი.

ოფსილო, ოლოფსირა
ტარზე წამოცმული ჩვარი (ჩვეულებრივ ტილოსი) გარეცხილი ქვევრის (ჭურის) ამოსაწმენდად და ამოსამშრალებლად.

პაპა
ბაბუის მამა, მამის ან დედის მამის მამა.

პატარიკა
კნინ. პატარა

პატვრიანი
პატარ-პატარა, პატარა.

პეტერე
მოთხრ. და ირიბ ბრუნვებში პეტერა (პეტერამ, პეტერას და სხვ.) პატარა.

პირადი
პირველი თოხი, სიმინდის პირველად გათოხნა.

პიტონიკი
(რუს. питомник) სანერგე.

რავარც
როგორც.

რაცხა
(< რა-ცა-ღა) რაღაცა, რაღაც.

რბმა
ბრმა.

რომე
რომ.

როსაც
როდესაც.

საგვაჯილე
სასულუგუნე, გვაჯილისთვის გამოსადეგი ან დანიშნული (ყველი).

საკიდელი
კვეთი, დვრიტა, რძის საკვეთი, საყველედ რძის შესადედებელი სითხე.

სალასტო
„თხილის ტკეჩისაგან გაკეთებული დიდი კალათი“.

სალდათი
(რუს. გზით солдат) ჯარისკაცი; სალდათში − ჯარში.

სამწნეხელი, ხორგო
საწნახელი, გულამოღებული მთლიანი ხე ყურძნის დასაჭყლეტად.

სანე, სანა
ზოგან, „რომელიმე ადგილას“.

საოტკე
(< რუს. водка) საარაყე.

სარგისი
სადგისი.

სარქვიელი
ქვევრის (ჭურის) სარქველი, თავსახური ფართო ბრტყელი ქვა ან ფიცარი (როგო).

სარცხი
გრძელ ტარზე რამდენიმე ფენად ასხმული ბლის ან არყის ქერქი ქვევრის სარეცხად.

სასაფურე
სასაფუვრე, ცომის ასაფუებელი ჭურჭელი.

სასერავი
ყავრის ამოსახდელი დანა.

საფხე
სავსე.

საქვაბე
ნაჭა, სხვენიდან შუა ცეცხლზე ჩამოშვებული ჯაჭვი ქვაბის ჩამოსაკიდებლად.

საქნარობს
საქმობს, საქმიანობს, მუშაობს.

საცხა
(< სადა-ცა-ღა) სადღაც, სადმე.

საწბერავი, საწურავი
საქაჯავი, ჭაჭის საწურავი, ჭახრაკივითაა, ღარი აქვს, ჭაჭას ჩაყრიან და წურავენ.

სახუნელი
სახვნელი, სასოფლო-სამეურნეო იარაღი მიწის სახნავად.

სეერთოთ
საერთოდ.

სველი
ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი აწ ახალამოყვანილი ყველის გამოშვებული სითხე.

სთურე, სთურმე, თურე, სტუმრე, სტურე
თურმე.

სტაქანი
(რუს. стакан) ჭიქა.

სტურე, სტუმრე
თურმე (იხ. სთურე).

სუთი
ღომის საზელი მრგვლად გათლილი მოკლე ჯოხი.

სხენი
ხსენი, ხბოს მოგების შემდეგ პირველად გამოწოლილი რძე, უვარგისია.

სხუმის
სხვა დროს, წინათ, უმალ.

ტაბაკი
დაბალი სუფრა, გრძელი ფიცარი ოთხ ფეხზე საჭმლის დასადებად და მოსასხდომად.

ტევრი
ხშირი ტყე. „ხეტყიანი ადგილი კაი ტყე რომ არი, ფიჭვნარი, წიფლარი“.

ტოტემა
(<) ტოტებმა.

ტუა
ცური, ჯიქანი.

ტუტური
ტუჩი.

უზაფთოთ
უსიცოცხლოდ, უუნაროდ (მიხ. ჩიქოვანი).

ულაში
ულვაში, ტაროზე გადმოშვებული ფოჩი.

ურემი
საზომი ერთეულიცაა: ა) ასი ფრთა ყავარი: ბ) ცამეტი ძნა (იხ. ცამეტი).

ფეჩი
(რუს. печь) თუნუქის ღუმელი.

ფილაქსერა
ვაზის დაავადება: ფილოქსერა, ჭრაქი.

ქბილი, ქფილი
ფქვილი.

ქე, ქვე
კი; ქეც კიდეც (იხ. ქვე).

ქესა
ქისა.

ქვაბი, ქვაბუნი
გამოქვაბული.

ქვე
(>) ქე მტკიცებითი ნაწილაკია: კი (მეგრ. ქო, სვან. ჩუ): ქვე დავრჩით.

ქვერე
ქვევით, ქვემოთ; ნაკლები.

ქითხა
(<) ჰკითხა (I პ. ვკითხე, II პ. ქითხე).

ქუბე
ხორბლის ჯიშია, ფხიანი. მრგვალთავთავიანი, ნათესში ურევდნენ, თავთავს ჩელტზე ფშვნიდნენ, მარცვალს საარაყედ იყენებდნენ, კოროლს − ბურულების სახურავად.

ქუნჩალა
ნაქურჩალი, ნაქუჩი, ნაგულა, ტაროს გული, რაზედაც მარცვლები ასხია მარცვალგაყრევინებული ტარო.

ქუჩუჩო
ქოჩოჩი, კატარი, სიმინდის ყვავილები.

ქფა
ფქვა: ქფავდენ.

ქფილი, ქბილი
ფქვილი: ქფილი საჭადეა.

ღლეჭი
დაგრეხილი მსხვილი წნელი, იყენებენ თოკის თუ წემბეშოს ნაცვლად ხელნის მისაბმელად უღელთან და სხვ.

ყვინჩილა
წამოზრდილი სამამლე წიწილა.

ყიფში
ნაკლი, წუნი, მიზეზი.

ყოლიფერი, ყველიფერი
ყველაფერი.

შავი კაბისტონი
იხ. კაბისტონი.

შამკვი, შანკვი
(მრ. შანკვები) იგივეა, რაც მაშაკი, ზანდურისა და მახის თავთავის საკრეფი.

შეთვალება
შემწიფება აქა-იქ, სიმწიფის შეპარვა, მწიფების დაწყება.

შემოგოზვა
ქვევრის (ჭურის) თავის შემოგლესა აყალო მიწით.

შეხვება
(<) შეჰყვება: შეხოლოდა (<) შეჰყოლოდა.

შთილი, შტილი
ჩრდილი (დაშთილვა, დაშტილვა − დაჩრდილვა).

შა ღვინო, შათაგანი ღვინო
საოჯახო ღვინო. სახარჯო ღვინო. წყალ-ღვინო. ჭაჭას წყალს დაასხამენ და ექვსი დღის შემდეგ ღვინოს იღებენ, ზამთარში წყლის მაგივრად სვამენ (ზაფხულში არ ვარგა).

ჩავხევი
(<) ჩავჰყევი.

ჩაფი
კოკა, იყენებენ ღვინის საწყაო ერთეულად. ჩადის თორმეტ-თხუთმეტი ჩარექა ლიტრი ღვინო.

ჩახევი
(<) ჩაჰყევი.

ჩახვება
(<) ჩაჰყვება.

ჩოგანი
ღომის დასაგები. გათლილი ვიწრო ფიცარს (ან სქელი ყავარი), თავფართო და ტარიანი, ღომის ამოსაღებად და თეფშზე ან ტაბაკზე დასაგებად (დასადებად).

ცამეტი
თავთავის შიგნით მოქცევით ჯვარედინად დაწყობილი ცამეტი ძნა, ძირს ოთხი ძნაა. ზედ ოთხი და შემდეგ კიდევ ოთხი, მეცამეტე ძნით დაფარულია თავთავები, რომ წვიმა არ ჩავიდეს.

ციცქა
ვაზის ჯიშია.

ცოლოკოური
ვაზის ჯიშია ცოლიკაური, მაგარი ღვინო დგება.

ცხვენი
სხვენი, „ცეცხლის თავი“.

ცხვეტიანი
(ცხვედიანი) თეთრა ვაზის ჯიშია.

ძინი
ძილი.

ძღაბი
გოგო, ქალიშვილი, „გათხოული არაა“, „გათხოული ქალია“.

წავხევი
(<) წავჰყევი.

წემბეშო
კამეჩის ტყავის დაწნული ღვედი, რომლითაც კავს (სახვნელის ხელნას) უღელს აბამენ.

წველა
ერთი ამოღება ყველი, ერთი წველა ყველი.

წიკვა
ზიდვა: უწიკავდენ უზიდავდნენ.

წინმობნევით თესვა
ხელით თესვა წინა მხარეს.

წიფობითვე
მწიფობისთვე, ოქტომბერი.

წუმა
წვიმა: წუმს წვიმს.

წყუთე
წათხი.

ჭონტო
მოზრდილი სადედლე წიწილა, ვარიკა, ვარია.

ხავს
(<) ჰყავს: ხავდა − ჰყავდა.

ხალამი
დერგი. ფართოძირიანი პატარა ჭური, დიდი ქოთანი ყველის შესანახად.

ხალთა
„ტყავის ტომარა“, ოთხად ამოღებული ხბოს ტყავის პარკი: „ხფოს ვატყავებთ მუცელზე გოუჭრელათ. გეიკერება ბოლო, გეიტენება ფუჩეჩით და გახმება. შემდექ ფუჩეჩი გამეიყრება. პატარა მოვზელთ, მოვამბილეფთ და ვიხმართ ხალთათ კაკლის [მარცვლის] ქფილის წასაღებათ“ (კოსტა გოგიძე).

ხანდაყე
(< ჰყავდაყე) ჰყავდათ.

ხარალები
(მრ.) ოქროსკბილი, სიმინდის ძირზე გამოსული მიწისზედა ფესვები, რომლებიც თითქმის მიწას დასწვდება“.

ხარდანი
ვაზის სარი, ჭიგო.

ხარდაღლამდე (< ხარის დაღლამდე) ხვნა-თესვის დროის ის მონაკვეთი, ვიდრე ხარს აუშვებდნენ და მხვნელ-მთ

ხაჭო
ნადუღი. სველს (იხ.) დაადუღებენ, გადმოდგამენ, გააცივებენ და გაწურავენ. მიღებული პროდუქტი ხაჭოა.

ხელკავი
საცეხვი ჯოხი, მსხვილი მოხრილი ჯოხი მახის, ზანდურის თავთავის საცეხვად.

ხვართქლი
სარეველა ბალახია: ხვართქლა მხვევარა, ხვიარა.

ხვთებოდა
ხვდებოდა.

ხოლია
(<) ჰყოლია.

ხონდა
(<) ჰქონდა: ხონებოდა (<) ჰქონებოდა, ჰქონოდა: ხონია (<) ჰქონია.

ხორგო
იგივეა, რაც სამწნეხელი, საწნახელი.

ხპო, ხფო
ხბო.

ხრიკა
ტარზე დაგებული გამოხარშული აყირო (მწარე კვახი) ქვევრიდან ღვინის ამოხაღებად და დოქში ჩასასხმელად, ორშიმო.

ხულუგო
უფხო პურის ჯიშია.

ხფო, ხპო
ხბო.

ხწორეთ
სწორედ.

ხწორი
სწორი; სწორათ.

-თმინ
თანდებ. -თვის: ხალხითვინ.

-თქვა
სხვათა სიტყვის ნაწილაკი, იხმარება I პირის -მეთქი ნაწილაკის ნაცვლად: მეიტანეთ-თქვა.

-იზა, -იზდა
ნანათესაობითარი ვითარებითის დაბოლოება, უდრის -თვის თანდებულს: იმიზა, იმიზდა იმისთვის; გულიზა გულისთვის.

-ითინ
მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოება (-ით-ი-ნ): სუროთინ იყო დაფარული; იმითინ ვრეცხავთ.

-კე
თანდებ. -კენ: ჩთილოეთისკე.

-ყე
ნაწილაკი. გამოხატავს მიცემითში სუბიექტისა და სახელობითსა და მიცემითში დასმული ობიექტის მრავლობითობას: მათ უთხრობიაყე უთქვამთ; მათ იმდონი შოუნახამსყე, უფუჭდებაყე; მასწავლებლები სკოლაში დავტოვეყე.

-ჩი
თანდებ. -ში: იმაჩი − იმაში.

-ჯენ
ჯერ: ორჯენ, სამჯენ, სამივეჯენ, ხუთჯენ.