ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 12 names in this directory beginning with the letter ნ.
ნაბჯვა, მონაბჯვა
რამდენიმე ნაბჯის დადება ულოზე შესაკრავად.

ნაბჯი
რამდენიმე ხელეული (მუჭი) ნამკალი ერთად.

ნადელი
(რუს.) ნატურალური გადასახადი ბატონყმობის დროს, მოსავლის მეათედი ნაწილი (ათისთავი) მებატონისათვის.

ნაკუთნოული
მრგვალი შავი ყურძნის ძველი ჯიშია. რბილი, მაგრამ „საჯანთელო“ ღვინო დგებოდა; გადაშენდა.

ნალია
სასიმინდე.

ნამეტანი
„ძალიანი“.

ნარჩევალა
ნარჩევი, ნარჩევნურჩევი.

ნაყარი
ბარტყი, სიმინდის ძირში უსარგებლო ამონაყარი, ამოსული ღეროები.

ნიგვზი ხე
კაკლის ხე, კაკალი (ძირი).

ნიგუზარი
მუგუზალი.

ნიტრა
ლიტრა. იყენებენ ღვინის საწყაო ერთეულად, ჩადის ორი ჩარექა (ლიტრი) ღვინო.

ნიხა
ხნულში კვალის გავლებით გამოყოფილი ფართობი, კვალსა და კვალს შუა ფართობი (იხ. დანიხვა).

Don`t copy text!